ნოდარ ზალდასტანიშვილი

ნოდარ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილი (დ. 5 ივნისი, 1931, თბილისი, — გ. 2 მარტი, 1997, იქვე) — ქართველი ინჟინერი კვების მრეწველობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1985), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი (1978), საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1992).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1954). 1954–1960 წლებში მუშაობდა იქვე, კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების კათედრაზე. 1990 წლიდან იყო კვებისა და სამაცივრო საწარმოო მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგე. ზალდასტანიშვილის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა კვების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ფხვიერი მასალების მექანიკური თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა. ყურძნის გადასამუშავებელი მაღალმწარმოებლური კომპლექსური მექანიზებული ხაზის შექმნისა და დანერგვისათვის 1981 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება