ნოდარ გრიგოლის ძე ვაშაძე (დ. 1928 — გ. 1992) — ქართველი გეოლოგი, ინჟინერი, სახელმწიფო მოხელე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (1951). 1950 წლიდან მუშაობდა გეოლოგად. 1973-1976 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1976-1983 წლებში — საქართველოს სსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი, 1983-1988 წლებში — საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი, 1988 წლიდან — კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017. — გვ. 224.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება