ნოდარ აკაკის ძე გუჯაბიძე (დ. 20 იანვარი, 1929, ქუთაისი, — გ. 2015) — ქართველი გენერალ-მაიორი (1976).

დაამთავრა თბილისის ქვეითი ჯარების სასწავლებელი (1950), ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1965), ვოროშილოვის სახელობის საბჭოთა შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო აკადემია (1973). ეკავა სამეთაურო თანამდებობები საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, იყო ოდესის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი დივიზიის მეთაური (1973–1979), ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილე (1978–1982). მთავარი სამხედრო მრჩეველი ავღანეთში (1982–1984). 1992–2002 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო ეროვნული გვარდიის (1992, 1995–1996), თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსი (1993–1994), თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი (1996–2002). დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება