ნოდარ ალექსის ძე გიოშვილი (დ. 21 მარტი, 1935, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი; საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1987 წ.).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს. 1959-1965 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის სწავლული მდივანი; 1965-1966 წლებში — ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1966-1986 წლებში — ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის წამყვანი სამეცნიერო რედაქტორი და ბიბლიოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1986 წლიდან სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე; 2002 წლიდან სამეცნიერო სალიტერატურო კონტროლის, სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე.

გიოშვილის პირველი გერმანული თარგმანები დაიბეჭდა 1956 წელს ბერლინში („აკაკის ნაკვესები“, გაზეთი «ტრიბიუნე»). გერმანულად თარგმნა აგრეთვე სულხან-საბას იგავ-არაკები, ქართულად – კ. რომელის „კავკასიის ხალხები“ (2011 წ.). მას ეკუთვნის ასევე „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაში“ დაბეჭდილი მრავალი სტატია. გარდა ამისა, მონაწილეობდა სხვადასხვა ენციკლოპედიური ცნობარების, ლექსიკონების და მონოგრაფიების რედაქტირებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება