სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოდარ გიორგაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ნოდარ ვარლამის ძე გიორგაძე (დ. 5 მაისი, 1941, თბილისი — გ. 15 ივლისი, 2009, იქვე) — ქართველი უროლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (2001).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1964 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო პედიატრიის ინსტიტუტი; 1969–1972 წლებში მუშაობდა თბილისის ბავშვთა №5 საავადმყოფოს უროლოგად, 1972–1989 წლებში — უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად; 1994 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი. 2000 წელს აირჩიეს საქართველოს ბავშვთა უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად და ბავშვთა ქირურგთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ბავშვთა ქირურგიის და უროლოგიის აქტუალურ საკითხებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თირკმლის და შარდსაწვეთის ანომალიები ბავშვთა ასაკში, თბ., 1978;
  • შარდის შეუკავებლობა ბავშვთა ასაკში, თბ., 1991;
  • „მწვავე“ სათესლე პარკი ბავშვებში, თბ., 2004.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება