ნიქსონის დოქტრინა

ნიქსონის დოქტრინა, ასევე ცნობილია, როგორც გუამ-ის დოქტრინა — წამოყენებულ იქნა გუამი-ს პრეს-კონფერენციაზე 1969 წლის 25 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის [1] მიერ და შემდეგ ფორმალიზდა 1969 წლის 3 ნოემბერს მის გამოსვლაში ვიეტნამიზაციის შესახებ, რომელიც ეხებოდა ვიეტნამის ომს . [2] გრეგ ბრაზინსკის თქმით, ნიქსონმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები დაეხმარებოდა მოკავშირეებსა და მეგობრებს თავდაცვასა და განვითარებაში, მაგრამ ვერ აღასრულებს მსოფლიოს ყველა თავისუფალი ერის დაცულობას.“ [3] ეს დოქტრინა გულისხმობდა იმას, რომ თითოეული მოკავშირე ერს ზოგადად ევალებოდა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ შეერთებული შტატები თხოვნისთანავე იმოქმედებდა როგორც ბირთვული ქოლგა. მოძღვრება ამტკიცებდა, რომ მშვიდობისკენ მიისწრაფვოდა ამერიკა მოკავშირეებთან ერთად პარტნიორობის გზით. ახლად არჩეული პრეზიდენტი ნათლად აცნობიერებდა, რომ დრო იყო, დაესრულებინათ ომი ვიეტნამში და ეს ღირსეულად უნდა მომხდარიყო. დიდ ზარალს განიცდიდა აშშ-ს ეკონომიკა, იღუპებოდა უამრავი ჯარისკაცი, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ნიქსონის და ჯონსონის შეხვედრა თეთრ სახლში, ნიქსონის ნომინირებამდე, ივლისი,1968

წინაპირობა

რედაქტირება

პრეზიდენტი ნიქსონის პირველი ინაუგურაციის დროს, 1969 წლის იანვარში, აშშ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდა ვიეტნამში. ომის შედეგად, იმ დრომდე დაიღუპა 30,000 ამერიკელი და ვიეტნამის რამდენიმე ასეული მოქალაქე. [4] 1969 წლისთვის, აშშ-ს საზოგადოებრივმა აზრმა გადამწყვეტი როლი ითამაშ ვიეტნამის ომის დასრულების თაობაზე. პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონიც იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ დაბალი რეიტინგის გამო მეორე ვადით აღარ იყარა კენჭი 1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. [5] კვლევითი ორგანიზაციის გელაპის მიერ მაისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 56%-ის აზრით, ვიეტნამში ჯარები გაგზავნა შეცდომა იყო. ვიეტნამში კომუნისტური რეჟიმთან ბრძოლა მიუღებელი იყო როგორც ასაკოვანი, ასევე ახალგაზრდა საზოგადოებისთვის. [6] სწორედ ამიტომ, 1968 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნიქსონმა წამოიწყო კამპანია „მშვიდობასთან ერთად “, ვიეტნამთან დაკავშირებით. ვიეტნამის ომის დასრულება მისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანი გახდა.

ნიქსონის დოქტრინა

რედაქტირება

გუამის ტერიტორიაზე საერთაშორისო მოგზაურობის დროს, ნიქსონმა ოფიციალურად წარადგინა დოქტრინა. [7] ნიქსონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პატივს მიაგებს აზიის ყველა ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ „რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებს ... შეერთებული შტატები აპირებს წაახალისოს და უფლება აქვს მოელოდეს, რომ ამ პრობლემა მოაგვარებენ თავად აზიის სახელმწიფოები და მათზე უფრო არის პასუხისმგებლობა. [8]

მოგვიანებით, ოვალური კაბინეტიდან, 1969 წლის 3 ნოემბერს, ვიეტნამის ომზე გამოსვლის დროს, ნიქსონმა თქვა: [9]

 
„ პირველ რიგში, შეერთებული შტატები შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას.

მეორე, ჩვენ ვიქნებით ფარი, თუ ბირთვული ძალა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოკავშირე ერს ან იმ ერს, რომლის გადარჩენასაც ჩვენ მივანიჭებთ სასიცოცხლო მნიშვნელობას ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

მესამე, სხვა სახის აგრესიის შემთხვევებში, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარება, როდესაც ამის თხოვნით მოგვმართავენ ხელშეკრულების ვალდებულებების შესაბამისად. მაგრამ ჩვენ მივხედავთ იმ ერს, რომელსაც უშუალოდ ემუქრებიან და სჭირდება თავდაცვისათვის საჭირო ადამიანური ძალით უზრუნველყოფა.“

დოქტრინა პრაქტიკაში

რედაქტირება
 
ნიქსონი ხვდება ამერიკელ ჯარისკაცებს სამხრეთ ვიეტნამში, ივლისი, 1969

დოქტრინა სიმბოლურად განასახიერებდა ვიეტნამიზაციის პროცესს სამხრეთ ვიეტნამში და ვიეტნამის ომს. [10] იგი ასევე მოიცავდა აზიის სხვა ნაწილებსაც, ირანს, [11] ტაივანს, [12] კამბოჯას [13] და სამხრეთ კორეას . [14] მოძღვრება აშკარად უარყოფდა იმ პრაქტიკას, რომელმაც 500,000 ამერიკელი ჯარისკაცი გაგზავნა ვიეტნამში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნისათვის ხელშეკრულების ვალდებულება არ არსებობდა. მთავარ გრძელვადიან მიზანს წარმოადგენდა დაძაბულობის შემცირება შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, რათა უკეთესად შეძლებოდა პოლიტიკის წარმოება. [15]

განსაკუთრებულად აზიური ერის მიმართ, ნიქსონის დოქტრინა მიზნად ისახავდა კონკრეტულ მესიჯს, რომ აზიის ქვეყნებს უნდა აეღოთ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა. ირანის შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევმა ნიქსონის დოქტრინა მიიღო თავისი მესიჯით, რომ აზიის ერები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ თავდაცვაზე იმის მტკიცებით, რომ ამერიკელებს უნდა მიეყიდათ იარაღი შეზღუდვების გარეშე. [16] შესაბამისად, აშშ საუდის არაბეთსა და ირანზე გადაერთო, როგორც რეგიონული სტაბილურობის გარანტ „ტყუპებზე“. 1970 და 1971 წლებში ნავთობის ფასების ზრდა საშუალებას მისცემდა ორივე სახელმწიფოს, რომ მოეზიდათ დაფინანსება სამხედრო ექსპანსიისთვის. აშშ-დან ირანში იარაღის მთლიანი ტრანსფერები გაიზარდა, 1970 წელს 103.6 მილიონი დოლარიდან 1972 წელს 552,7 მილიონ დოლარამდე; საუდის არაბეთისთვის ეს მაჩვენებლები გაიზარდა 15,8 მილიონი დოლარიდან 1970 წელს და 1972 წელს მიაღწია 312.4 მილიონ აშშ დოლარს. შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა სპარსეთის ყურის სამი ხომალდი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბაჰრეინშია განთავსებული, მაგრამ არ მიუღია უსაფრთხოების სხვა ოფიციალურ ზომები. [17]

ამერიკული ვალდებულებების შემცირების ერთ – ერთი ფაქტორი იყო ფინანსური შეშფოთება, რადგან ვიეტნამის ომი საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდა. [18] სამხრეთ კორეაში, იქ განთავსებული 61,000 ამერიკული ჯარიდან 20,000 გაიყვანა 1971 წლის ივნისამდე.

ნიქსონის დოქტრინის გამოყენებამ „გააღო საკეტები“ აშშ-ს სამხედრო დახმარების მისაღებად სპარსეთის ყურის მოკავშირეებისთვის. [19] ეს თავის მხრივ დაეხმარა კარტერის დოქტრინის შექმნას, სპარსეთი ყურის ომსა(1990 -1991) და ერაყის ომში აშშ – ს უშუალო მონაწილეობას.  

თანამედროვე გამოყენება

რედაქტირება

მეცნიერი ვალტერ ლადვიგი ამტკიცებდა, რომ 2012 წელს შეერთებულ შტატებს უნდა მიეღო „ნეო-ნიქსონის დოქტრინა“ ინდოეთის ოკეანიის რეგიონთან მიმართებაში, რომელშიც აშშ სპონსორი იქნებოდა საკვანძო ადგილობრივ პარტნიორებთან - ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში და დაიცავდა რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ნიქსონის დოქტრინის ორიგინალური ნაკლოვანება, როგორც ლადვიგი ამტკიცებს, იყო ის რომ მისი დამოკიდებულება პროდასავლური ავტოკრატებისადმი, რომლებსაც ენდობოდა, აღმოჩნდა ცუდი საფუძველი მდგრადი რეგიონული უსაფრთხოების სტრუქტურისთვის. ამის საპირისპიროდ, მისი „ნეო-ნიქსონის დოქტრინა“ ყურადღებას აქცევს ინდოეთის ოკეანიის ძირითადი ერების განვითარებას, რომლებიც დემოკრატიულად და ფინანსურად შეძლებენ, იყვნენ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ქსელი. [20] მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას აფასებდნენ როგორც გონივრულს, წონასწორობის შესანარჩუნებლად აშშ-ს ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ ინიციატივას შორის, ენდრიუ ფილიპსმა, ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ეს იდეა გადაჭარბებული იქნებოდა 4 ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესებისთვის. [21]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • J. Kimball (2006). „The Nixon Doctrine: A Saga of Misunderstanding“. Presidential Studies Quarterly. 36 (1): 59–74. doi:10.1111/j.1741-5705.2006.00287.x.
  • H. Meiertöns (2010): The Doctrines of US Security Policy — An Evaluation under International Law, Cambridge University Press, ISBN 978-0-521-76648-7.
  • Woolley, John T. Richard Nixon: „Special Message to the Congress Proposing Reform of the Foreign Assistance Program,“ September 15, 1970. The American Presidency Project. University of California - Santa Barbara.
  • Woolley, John T. Richard Nixon: „Special Message to the Congress Proposing Reform of the Foreign Assistance Program,“ April 21, 1971. The American Presidency Project. University of California - Santa Barbara.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Woolley, John T. Richard Nixon: "Informal Remarks in Guam With Newsmen," July 25, 1969. The American Presidency Project. University of California - Santa Barbara. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 10, 2018. ციტირების თარიღი: მაისი 22, 2020.
  2. The Nixon Doctrine in the 21st Century.
  3. Foreign Relations of the United States, 1969–1976, Volume I, Foundations of Foreign Policy, 1969–1972, Document 60. Office of the Historian, Foreign Service Institute, United States Department of State.
  4. (1995) In Retrospect: The Tragedy and Lessons of Vietnam. 
  5. Commentary (12 September 2010).
  6. Todd, Olivier. Cruel April: The Fall of Saigon. W.W. Norton & Company, 1990. (originally published in 1987 in French)
  7. History Channel. (July 25, 1969) July 25, 1969: The Nixon Doctrine is announced (reprint).
  8. Karsh, Effraim Islamic Imperialism A History, New Haven: Yale University Press, 2006 page 199.
  9. Richard M. Nixon. (November 3, 1969) President Nixon's Speech on "Vietnamization" (reprint). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 24, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 22, 2020.
  10. John G. Keilers, "Nixon Doctrine and Vietnamization" (U.S. Army Military History Institute, June 29, 2007) online
  11. Stephen McGlinchey, "Richard Nixon’s Road to Tehran: The Making of the US–Iran Arms Agreement of May 1972." Diplomatic History 37.4 (2013): 841-860.
  12. Earl C. Ravenal, "The Nixon Doctrine and Our Asian Commitments." Foreign Affairs 49.2 (1971): 201-217.
  13. Laura Summers, "Cambodia: Model of the Nixon doctrine." Current History (Dec 1973) pp. 252-56.
  14. Joo-Hong Nam, and Chu-Hong Nam. America's commitment to South Korea: the first decade of the Nixon doctrine (1986).
  15. Robert S. Litwak, Détente and the Nixon doctrine: American foreign policy and the pursuit of stability, 1969-1976 (1986).
  16. Karsh, Effraim Islamic Imperialism A History, New Haven: Yale University Press, 2006 page 199.
  17. Gause, III, F. Gregory (2009-11-19). The International Relations of the Persian Gulf. Cambridge University Press, გვ. 22. ISBN 9781107469167. ციტირების თარიღი: 25 December 2013. 
  18. The Gold Battles Within the Cold War: American Monetary Policy and the Defense of Europe, 1960–1963. Francis J. Gavin, University of Texas at Austin
  19. Michael Klare, Blood and Oil: The Dangers and Consequences of America's Growing Petroleum Dependency (New York: Henry Holt, 2004)
  20. Walter C. Ladwig III, "A Neo-Nixon Doctrine for the Indian Ocean: Helping States Help Themselves," Strategic Analysis, Vol. 36, No. 3 (May 2012).
  21. Andrew Phillips, "The challenges of order-building in the Indian Ocean Region," The Strategist (October 2012).