ნიტროზოსაღებრები
საღებართა ჯგუფი არომატული ნაერთებისა
ნიტროზოსაღებრები — საღებართა ჯგუფი არომატული ნაერთებისა, რომლებიც შეიცავს ნიტროზოჯგუფს ორთო-მდგომარეობაში ჯგუფის მიმართ. ნიტროზოსაღებრებს ჩვეულებრივ ღებულობენ ფენოლების ან ნაფთოლების ნიტროზირებით; ანალოგიური პროდუქტები წარმოიქმნებიან ბენზოქინონების ან ნაფთოქინონების ურთიერთქმედებით ჰიდროქსილამინთან. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ისეთ ნიტროზოსაღებრებს, რომლებშიც ოქსი- და ნიტროზოჯგუფი განლაგებულია ორთო-მდგომარეობაში ერთმანეთის მიმართ. ნიტროზოსაღებრების კომპლექსები ლითონებთან სხვადასხვა ფერის პიგმენტებია. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 1-ნიტროზო-2-ნაფთოლს, რომლისგანაც ამზადებენ ფერმჭერ მწვანეს. ნიტროზოსაღებრებს ეკუთვნის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი საღებარი მჟავური მწვანე, რომელსაც მატყლისა და აბრეშუმის შესაღებად იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 445.