ნიტროეთერები
ნიტროეთერები — აზოტმჟავას რთული ეთერები სპირტებთან; განასხვავებენ მონო-, დი- და პოლინიტროეთერებს (პოლი-ნიტროეთერები). ზოგიერთი პოლი-ნიტროეთერი ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებაა. ნიტროცელულოზას იყენებენ დენთისა და დინამიტების წარმოებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 445.