ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (რუს. Храм Александра Невского) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1862-1877 წლებში.
ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 57°53′30″ ჩ. გ. 59°58′11″ ა. გ. / 57.89167° ჩ. გ. 59.96972° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ტ. გირსტი |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებანიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 1862 წლის 6 აგვისტოს. გლეხების ციხესიმაგრის სამართლისაგან გათავისუფლების აღსანიშნავად. 1877 წლის 6 დეკემბერს იგი აკურთხეს თავად ალექსანდრე ნეველის სახელზე. სამოქალაქო ომის პერიოდში ტაძარს ორჯერ დაეცა საარტილერიო ცეეცხლი, რის გამოც იგი ძლიერ დაზიანდა. 1931 წლამდე ტაძარი იყო გრიგორიანული, ხოლო 1931-1935 წლებში იყო ნიჟნი-ტაგილის საკათედრო ტაძარი. ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1940 წელს და მორწმუნეებს დაუბრუნდა მხოლოდ 1989 წელს, ამავე წელს ეკლესია ხელმეორედ აკურთხეს. 1940-1950 წლებში ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა საწყობად. 1950 წლიდან მიატოვეს და ნელ-ნელა ინგრეოდა. ამჟამად ტაძარი მოქმედია, მასთან მუშაობს სამრევლო სკოლა და მართლმადიდებლური გიმნაზია.
აღწერა
რედაქტირებანიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი დგას ვერესოვის მთაზე და კარგად მოსჩანს ტაგილის ჭაობის ნაპირიდან. ალექსანდრე ნეველის ტაძარი ქვისაა, ხუთგუმბათიანი, აგებულია კოშკური ტიპის რუსულ-ბიზანტიურ არქიტექტურულ სტილში. სახურავი, გუმბათი და ჭიშკარი მეტალისგანაა დამზადებული და შეღებილია მუქი მწვანე ფერით.
ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს, მცირე ერთსართულიანი სახლი-ფლიგელი, რომელიც დაცვისათვის გამოიყენება. ტაძრის ტერიტორია მდებარეობს მაღლობზე, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი გალავნით, რომელსაც აქვს სამი შესასვლელი.