ნიჟნი-ნოვგოროდის შობის ეკლესია

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კრების ეკლესია (რუს. Церковь Собора Пресвятой Богородицы), უფრო მეტად ცნობილია შობის ეკლესიის სახელით (რუს. Рождественская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ნიჟნი-ნოვგოროდის შობის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის შობის ეკლესია — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′38″ ჩ. გ. 43°59′06″ ა. გ. / 56.32722° ჩ. გ. 43.98500° ა. გ. / 56.32722; 43.98500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210054003
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1696-1719

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1696 წელს, სმოლენსკის ეკლესიის კურთხევიდან ორი წლის შემდეგ. მშენებლობა 1701 წელს თითქმის დამთავრებული იყო, მაგრამ გაჩნდა ხანძარი. ეკლესია აღადგინა ვაჭარ გრიგორი სტროგანოვის ცოლმა მარია იაკოვლევის ასულმა. დასრულებული ეკლესია 1719 წელს აკურთხა ნიჟნი-ნოვგოროდისა და ალატირის მთავარეპისკოპოსმა პიტირიმმა (1719-1738 წწ.)[1].

1722 წელს ეკლესია დახურა პეტრე I-მა, დახურული იყო მის გარდაცვალებამდე ანუ 1725 წლამდე. შობის ეკლესია არაერთხელ ვაიწვა (1768, 1782, 1788 წწ.). 1807-1812 წლებში ალექსანდრე სტროგანოვმა მას კაპიტალური რემონტი ჩაუტარა. ასევე კაპიტალურად მოხდა რესტავრირება 1870-1880 წლებში.

1913 წელს მოხდა ეკლესიის ინტერიერის განახლება. საბჭოთა პერიოდში მიიღეს ეკლესიის დანგრევის გადაწყვეტილება, მაგრამ ეკლესიის წინამძღვრის სერგეი ვეისოვმა (1915-1934 წწ.) შეკრიბა არაერთი დოკუმენტური მასალა და ფოტოგრაფია, წაიკითხა ლექციები ეკლესიის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ და მოახერხა მისი შენარჩუნება[2]. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება შენობაში განეთავსებინათ ქალაქის რელიგიისა და ათეიზმის მუზეუმი. მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მოქალაქე სერგეი ვეისოვი, ხოლო დარაჯად მღვდელი სპირიდონი[2].

ეკლესია ხელმეორედ აკურთხეს 1993 წლის 3 ივნისს[1]. XXI საუკუნის დასაწყისში ეკლესიას ევრორემონტი ჩაუტარდა. ამის შედეგად მან დაკარგა თავისი ისტორიული სახე[3].

2008 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ეკლესიას გადასცა ქრისტეშობის ხატი[4]. ხატი გაქრა ეკლესიიდან 2004 წლის 22 ოქტომბერს სხვა 18 ხატთან ერთად[4]. 2007 წელს ხატი ესტონეთში იყიდა კოლექციონერმა და დააბრუნა რუსეთში. რადგან იგი დაკარგული ნივთეის კატალოგში აღმოაჩინა, მიიღო გადაწყვეტილება დაებრუნებინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის[4].

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესია ორიარუსიანია. ზემოთ განთავსებულია სამაფსიიანი საკურთხეველი, სამლოცველო დარბაზი, სატრაპეზო და პარტერი. ეკლესია ხუთგუმბათიანია.

სამრეკლო რვაკუთხა-კუბის ფორმისაა, რომლის თავშიც დამაგრებულია ფლუგერზე აღმართული ჯვარი. სამრეკლოზე განთავსებულია საათი. მის მექანიზმს არემონტებდა ივან კულიბინი. ძველი მექანიზმის ბედი უცნობია, ამჟამად დამონტაჟებულია ახალი მექანიზმი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • С. Л. Агафонов. Горький Балахна Макарьев. — Москва: Искусство, 1969.
  • С. Л. Агафонов, А. И. Елисеев, А. Г. Исаев, А. В. Кессель, А. А. Лугинин. Памятники истории и культуры города Горького. — Горький: Волго-Вятское книжное издательство, 1977.
  • Н. Ф. Филатов. Нижегородское зодчество XVII — начала XX века. — Горький: Волго-Вятское книжное издательство, 1980.
  1. 1.0 1.1 Храм Собора Пресвятой Богородицы (Строгановская) დაარქივებული 2012-05-13 საიტზე Wayback Machine. , nne.ru
  2. 2.0 2.1 Лушин, Александр. (№ 8 за 2004 год) Отец Сергий. Замечательные люди. Нижегородская старина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-26. ციტირების თარიღი: 2011-08-09.
  3. Морохин Н. Евроремонт… в храме.
  4. 4.0 4.1 4.2 Возвращение уникальной иконы «Воскресение Христово» დაარქივებული 2009-09-18 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия, 25 июля 2008 года