ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესია

ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესია (რუს. Церковь Жён-Мироносиц) — მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდში. დაარსებულია 1649 წელს. ძველი რუსული ხუროთმძოღვრების პირველი ძეგლი, რომელიც აგებულია „გემის“ არქიტექტურულ სტილში. ეკლესიის მრევლში დაიბადა ექვთიმე სუზდალელი და მაკარი ჟელტოვოველი. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესია — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′27″ ჩ. გ. 43°59′41″ ა. გ. / 56.32417° ჩ. გ. 43.99472° ა. გ. / 56.32417; 43.99472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210012000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1649

ერთ შენობაში გაერთიანებულია ორი ეკლესია: ზამთრის - ღვთისმშობლის ხატის სახელზე და ზაფხულის - მენელსაცხებლე დედების სახელზე.

ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესია რუსეთის ფედერაცის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

თავდაპირველად, XIII საუკუნეში ააგეს ხის ეკლესია, ხოლო ამჟამად მოქმედი ქვის ორსართულიანი ეკლესია ააგეს 1649 წელს. 1805 წელს ნიჟნი-ნოვგორდელი ვაჭრის პ. პერეპლეტჩიკოვის ფინანსებით ჩრდილოეთ ნაწილში მიაშენეს ორსართულიანი ეკვდერი, რომელიც ქვემოთ ნაკურთხი იყო პეტრე და პავლე მოციქულების, ხოლო ზედა - ექვთიმე სუზდალელის, ეკვდერი კი - მაკარი ჟელტოვოდელის სახელზე. 1848 წლის ხანძრის შემდეგ განაახლეს ინტერიერის ფრესკები. 1894-1896 წლებში მინაშენი გააფართოეს.

რევოლუციის შემდეგ ეკლესია დახურეს, ხოლო გუმბათი მოანგრიეს, შენობაში კი განათავსეს მძიმე მრეწველობის ტექნიკუმი.

ეკლესია ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას დაუბრუნდა 1990-იან წლებში. 2004 წლის ივლისში მაკარი ჟელტოვოდელის ეკვდერს დაადგეს გუმბათი, ხოლო მთავარი გუმბათი მოაოქროვეს[1]. 2004 წლის სექტემბერში ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის ეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა ახალი გუმბათი და გუმბათის ჯვარი, ხოლო 2006 წელს დაადგეს დიდი ჯვარი სამრეკლოზეც.

2008 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის მთავრობის გავაწყვეტილებით დამტკიცდა ფევერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მენელსაცხებლე დედატა ეკლესიისა და ჩატიგინის სახლის (პეტრე I-ის სახლი) საზღვრები[2].

2009 წლის 31 დეკემბერს მთავარეპისკოპოსმა გიორგი დანილოვმა შეასრულა საღვთო ლიტურგია[3].

2011 წლისათვის დასრულდა რესტავრაციის პირველი ეტაპი - ეკლესიის გარე ხედი კეთილმოაწყვეს[4], შემდეგ დაიწყეს შიდა ხედის კეთილმოწყობა და კანკელების დაყენება ოთხ ეკვდერში[4]. თითოეული კანკელისთვის მოამზადეს საპროექტო ალბომი[4]. ივლისში დაიწყო ქვედა ეკვდერის კანკელზე მუშაობა[5]. ხის კანკელი ორსართულიანი იქნებოდა, რომელიც მოხატული იქნებოდა ბიზანტიურ სტილში[5] სექტემბერში დაიწყეს ქვედა ეკვდერის საკურთხევლის მოხატვა.[6].

2012 წლის 25 იანვარს ქვედა ეკვდერი მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა[7]. შემდეგ აღესრულა პირველი საღვთო ლიტურგიაც. ამავე წლის 29 დეკემბერს აკურთხეს მაკარი ჟელტოვოდელისა და ექვთიმე სუზდალელის ეკვდერი[8]. 2013 წლის 18 დეკემბერს კი აკურთხეს პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკვდერი[9].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. В церкви в честь Жен Мироносиц продолжаются работы по возведению куполов დაარქივებული 2005-12-15 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия, 15 июля 2004 года
  2. Нижегородское правительство утвердило границы зоны охраны церкви Жен Мироносиц и дома Петра Первого в Н. Новгороде, nta-nn.ru, 24.03.2008
  3. Высоцкая, Светлана. (31 декабря 2009 года) Архиепископ Георгий совершил литургию в нижегородском храме в честь святых Жен-Мироносиц и иконы Божией Матери «Знамение». Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  4. 4.0 4.1 4.2 Фалина, Татьяна. (5 апреля 2011 года) В Нижнем Новгороде состоялось совещание по восстановлению храма в честь иконы Божией Матери "Знамение" и святых Жен-мироносиц (фото), (видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
  5. 5.0 5.1 Высоцкая, Светлана. (15 июля 2011 года) Началась работа над иконостасом для нижнего придела нижегородского храма в честь святых Жен Мироносиц. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
  6. Высоцкая, Светлана. (16 сентября 2011 года) Началась роспись алтаря в нижнем приделе нижегородского храма в честь иконы Божией Матери «Знамение» и святых Жен Мироносиц. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  7. Крапивина, Людмила. Архиепископ Георгий освятил нижний Знаменский храм церкви в честь святых Жен Мироносиц (фото). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2012-01-26.
  8. Митрополит Георгий в Нижнем Новгороде освятил придел храма в честь иконы Божией Матери «Знамение» и святых Жен Мироносиц[მკვდარი ბმული] (фото), Нижегородская митрополия, 29 декабря 2012 года
  9. Освящен Петропавловский придел нижегородского храма в честь иконы Божией Матери «Знамение» и святых Жен Мироносиц დაარქივებული 2013-12-19 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская митрополия, 18 декабря 2013 года