ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Иоанна Предтечи) — ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესია ნიჟნი-ნოვგოროდში. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XV საუკუნიდან. ქვის ტაძარი აკურთხეს 1683 წელს, ხოლო მეორედ 2005 წლის 4 ნოემბერს[1]. ტაძრის მიხედვით სახელი ეწოდა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ივანოვსკის კოშკს. ეკლესია მდებარეობს სახალხო ერთობის მოედანზე.
ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°19′47″ ჩ. გ. 43°59′53″ ა. გ. / 56.32972° ჩ. გ. 43.99806° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1683 |
არეულობის ხანაში, 1612 წელს, ეკლესიიდან კოზმა მინინმა მოუწოდა ნიჟნი-ნოვგოროდელებს ელაშქრათ მოსკოვში და ქალაქი გაეთავისუფლებინათ პოლონელებისაგან[2].
მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებახის ძველებური ეკლესია იოანე ნათლსიმცემლის შობის სახელზე ისტორიული წყაროებში ცნობილია ჯერ კიდევ XV საუკუნიდან. XVII საუკუნის დასაწყისში ეკლესიას ჰქონდა სატრაპეზო და კარიბჭე.
1676 წელს ვაჭარი გავრილ დრანიშნიკოვი, ასტრახანში მრავალწლიანი სამსახურიდან დაბრუნები შემდეგ დაინტერესდა საკუთარი ფინანსებით ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობით[1]. ტაძრის მშენებლობა დრანიშნიკოვის მიერ მართლმადიდებლობის დაცვას დაამტკიცებდა, რადგან მისი არყოფნის დროს მისი მეუღლე ანა და მისი ვაჟი სტარობრიადელები გახდნენ და გაიქცნენ კერჟენის სკიტეში. 1679 წლის 24 აგვისტოს გავრილი გარდაიცვალა, მაგრამ ტაძრის მშენებლობა დაასრულეს მისმა ძმამ ლავრენტმა[1].
ტაძარი ააგეს რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ე. წ. „გემის“ სტილში. 1814 წელს სატრაპეზოს ჩრდილოეთ მხარეს მიაშენეს სულიწმინდის ეგვტერი. 1830-1840 წლებში ეკლესიაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რომელსაც წარმართავდნენ არქიტექტორები ანტონ ლეერი, ივან ეფიმოვი და გიორგი კიზევეტერი.
1855 წელს ეკლესიასთან ააშენეს ალექსანდრე ნეველის სამლოცველო. 1870 წელს ააშენეს სამრეკლო. 1881-1885 წლებში დიდი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, ხოლო უკანასკნელი წინამძღვარი დახვრიტეს[3]. საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა მოტოციკლეტისტთა სპორტულ სკოლად[3].
აღდგენა
რედაქტირებაეკლესია ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას დაუბრუნდა XX საუკუნის 90-იან წლებში. 1994 წლიდან აღსდგა ღვთისმსახურება[3]. 2004 წლის ივნისში მიიღეს გადაწყვეტილება ტაძრის აღდგენის შესახებ, დაიწყო სარემონტო სამუშაოები[1]. ფინანსები მიიღეს მეცენატებისაგან. 2005 წლის 4 აპრილს ტაძრის სამი ჯვარი აკურთხეს[4]. 2005 წლის 5 აგვისტოს სამრეკლოს დაადგეს გუმბათი და ჯვარი[5]. 2005 წლის 4 ნოემბერს ეკლესია აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ[1] სარემონტო სამუშაოების დროს ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა[6].
2009 წელს ტაძართან მუშაობა დაიწყო მართლმადიდებლურმა ლექტორიუმმა[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт храма Рождества Иоанна Предтечи
- Церковь Рождества Иоанна Предтечи დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine. , фото
- Церковь Иоанна Предтечи. Видеогид по Нижнему Новгороду დაარქივებული 2009-07-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Приходы Нижнего Новгорода დაარქივებული 2012-05-13 საიტზე Wayback Machine. , nne.ru
- ↑ Восстановление храма Иоанна Предтечи, nne.ru, 2 июля 2004 года
- ↑ 3.0 3.1 3.2 Реставрацию храма во имя Рождества Иоанна Предтечи планируется завершить к концу августа 2005 года, nne.ru, 12 августа 2005 года
- ↑ Купола храма Рождества Иоанна Предтечи будут увенчаны пятью крестами, nne.ru, 4 апреля 2005 года
- ↑ Храм во имя Рождества Иоанна Предтечи вновь увенчан крестом, nne.ru, 5 сентября 2005 года
- ↑ Епископ Нижегородский и Арзамасский Георгий: «Храм Рождества Иоанна Предтечи готов на 98 %», nne.ru, 27 октября 2005 года
- ↑ При нижегородском храме в честь Рождества Иоанна Предтечи начал действовать православный лекторий, Нижегородская епархия, 9 ноября 2009 года