ნიჟნიაია-სინიაჩიხის ფერისცვალების ეკლესია
ნიჟნიაია-სინიაჩიხის ფერისცვალების ეკლესია (რუს. Спасо-Преображенская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ალაპაევსკის რაიონის სოფელ ნიჟნიაია-სინიაჩიხაში. ეკლესია შენდებოდა 1794-1823 წლებში. ფერისცვალების ეკლესიას აქვს ფევერალური მნიშვნელობის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის სტატუსი.
ნიჟნიაია-სინიაჩიხის ფერისცვალების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 57°56′53″ ჩ. გ. 61°45′58″ ა. გ. / 57.94806° ჩ. გ. 61.76611° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | სვერდლოვსკის ოლქი |
მუნიციპალიტეტი | ალაპაევსკის რაიონი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნიაია-სინიაჩიხა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაროკო |
თარიღდება | XVIII-XIX საუკუნეები |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კამენსკის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებამრევლი სოფელ ნიჟნიაია-სინიაჩიხაში ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ააშენეს ხის ტაძარი უფლის ფერისცვალების სახელზე. მისი გაუქმების თარიღი უცნობია, ტაძრის კანკელი გადაიტანეს ახალი ტაძრის ქვედა სართულზე. ქვის ორსართულიანი და ორსაკურთხევლიანი ფერისცვალების ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1794 წლის 12 მაისს და დასრულდა 1823 წელს ადგილობრივი ქარხნის მფლობელების იაკოვლევების ფინანსებით. ქვედა ტაძარი აკურთხეს 1810 წლის 3 თებერვალს ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ზედა ტაძარი კი აკურთხეს 1845 წლის 23 ივნისს ფერისცვალების სახელზე. ეკლესიის შიგნით შემონახულია XIX საუკუნის მოხატულობის კვალი. 1895 წელს მიმდინარეობდა ტაძრის რემონტი. ტაძრის მრევლის შემადგენლობაში შედიოდა სოფლების ხალემინის, იამოვის, პუტილოვისა და კაბაკოვის მოსახლეობა.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიაში განთავსებული იყო საწყობი, წისქვილი, ხორბლის საშრობი, 1937 წლიდან კი ხორბლის საცავი. 1960-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ სიძველისგან ჩამოფხავებული ეკლესია შეარემონტა. 1960-იანი წლების ბოლოდან ეკლესია სახელმწიფო დაცვის ქვეშაა, როგორც არქიტექტურის ძეგლი. 1977 წელს რესტავრაცია დასრულდა. 1980-იან წლებში ივან სამოილოვის ინიციტივით დაიწყო ხის ხუროთმოძღვრების მუზეუმის შექმნის პროცესი. ამჟამად მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ხატები, საეკლესიო წიგნები და საგნები.
არქიტექტურა
რედაქტირებაფერისცვალების ეკლესია აგებულია ციმბირული ბაროკოს სტილში. აღმოსავლეთიდან ტაძრის ძირითად სივრცეს ეკვრის აფსიდი, რომელიც გადახურულია გუმბათით. გუმბათების რაოდენობაა ათი. ეკლესია შეღებილია ღია მწვანე ფერში, არქიტექტურული ელემენტები კი თეთრად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Епископ Ириней (Орда) Нижне-Синячихинский завод // Приходы и церкви Екатеринбургской епархии. — Екатеринбург: Братство Св. Праведного Симеона Верхотурского Чудотворца, 1902. — С. 216—217.
- Каптиков А.Ю. Свод памятников истории и культуры Свердловской области / ред. В.Е.Звагельская. — Екатеринбург: Сократ, 2008. — Т. 2. — С. 111—112. — 648 с. — ISBN 978-5-88664-323-7.