ნიჟარიანები
ნიჟარიანები, ოსტრაკოდები (ლათ. Ostracoda) — უხერხემლო ცხოველების ქვეკლასი კიბოსნაირთა კლასისა, მათი სხეულის სიგრძე 0,2-23 მმ აღწევს, მოთავსებულია ორსადგულიან ნიჟარაში, რომელიც კირითაა გაჟღენთილი. ცნობილია ორი ათასი სახეობა. ბინადრობენ ზღვებსა და მტკნარ წყლებში, უმთავრესად ფსკერზე. ნიჟარიანები ზოგიერთი სარეწაო თევზის საკვებია. არსებითი მნიშვნელობა აქვს სტრატიგრაფიისათვის. მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო ფორმებია ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვისას.
ნიჟარიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ostracoda | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 442.