ნინო ფარცვანია
ნინო ფარცვანია (დ. 13 ოქტომბერი, 1970, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი. თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1988-1993 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1993-1996 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1999 წელს მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2006 წლის ივნისიდან საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორია.
მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივი თეორია (ოსცილაციის თეორია, სასაზღვრო ამოცანები). ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმში. იგი არის ორგანიზატორი საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპისა დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივ თეორიაში, რომელიც 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. მიღებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო გრანტი როგორც უცხოური ორგანიზაციებიდან, ისე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან.
ნინო ფარცვანია არის:
- საერთაშორისო ჟურნალის „Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics“ ასოცირებული რედაქტორი (2008 წლიდან დღემდე);
- საერთაშორისო ჟურნალის „Miskolc Mathematical Notes“ (უნგრეთი) პასუხისმგებელი რედაქტორი (2016 წლიდან დღემდე);
- საერთაშორისო ჟურნალ „Complexity“ სპეციალური ტომების მოწვეული რედაქტორი (2019-2020 წლებში);
- საერთაშორისო ჟურნალ „Mathematics“ სპეციალური ტომების მოწვეული რედაქტორი (2021 წლიდან დღემდე);
- ონლაინ პუბლიკაციის “REPORTS OF QUALITDE” რედაქტორი (2022 წლიდან დღემდე).