ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნინო ნანობაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1981 წელს იყო თბილისის №5 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი. 1985–1987 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის ელექტრო–ფიზიოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1987–1991 წლებში 29–ე პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგედ. 1991 წლიდან №1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის მოზრდილთა განყოფილების ექიმ–თერაპევტად. 1992 წლიდან ჩინური მედიცინის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება კარდიოლოგიურ, თერაპიულ, ეპიდემიოლოგიურ, რეანიმატოლოგიურ, ბიოქიმიურ პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის შეკუმშვის ფაზური სტრუქტურისა და მიოკარდიუმის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებები ჰემორაგიული შოკის დროს ექსპერიმენტში.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 219

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება