ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნინო კილაძე (დ. 23 დეკემბერი, 1955, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი.

1979–1980 წლებში იყო ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის შრომის ჰიგიენის ექიმი. 1980–1981 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც ძირითადად გაშუქებულია შრომის ჰიგიენის საკითხები.

1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ცხელი მიკროკლიმატის პირობებში მომუშავე ქალთა გადახურებისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფიზიოლოგიურ–ჰიგიენური დასაბუთება.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 155

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_კილაძე“-დან