ნინო თავბერიძე

ქართველი ექიმი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნინო თავბერიძე (დ. 21 სექტემბერი, 1952) — ქართველი ექიმი.

ნინო თავბერიძე
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1952(1952-09-21) (72 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ოფთალმოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი (1974–1976). მუშაობდა მე–3 სამედიცინო სასწავლებელში (1976–1978). რესპუბლიკურ ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორი (1976–1978). იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი (1978–1981), 1998 წლიდან კი – დოცენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო თემათა დამუშავებას. ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თვალის წინა მონაკვეთის ფლუროესცენანგიოგრაფიული გამოკვლევები ეპისკლერალურ და ზოგად ვენურ წნევასთან შეპირისპირებაში ავადმყოფებში პირველადი ღია კუთხიანი გლაუკომით", დაიცვა 1983 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 115

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_თავბერიძე“-დან