ნინო ზურიაშვილი (დაბადების თარიღი: 1968 წლის 31 მარტი) — ქართველი გამომძიებელი ჟურნალისტი, სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელი. ნინო ზურიაშვილმა 1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და მარკეტინგის სპეციალობით.

ჟურნალისტის კარიერა ნინომ 1996 წელს გაზეთ „ფინანსებში“ დაიწყო და გააგრძელა გაზეთ „კავკასიონში“ (1997-2000). 2000-2004 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „60 წუთი“, ხოლო 2005-2006 წლებში ამავე ტელეკომპანიაში, გადაცემაში „ბიზნეს-კურიერი“, პროდიუსერად.

2005 წელს ნინო სხვა ჟურნალისტებთან ერთად აარსებს სტუდია „მონიტორს“.

2007 წლიდან დღემდე სტუდია მონიტორის ჟურნალისტებმა 35 ჟურნალისტური გამოძიება და 3 დოკუმენტური ფილმი მოამზადეს. მათ გადაცემებში გამოაშაკაარავებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, კერძოდ კი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამებისაგან დაცულობის უფლების, კერძო საკუთრების უფლების შემლახველი ფაქტები.

ნინო ზურიაშვილი 2008 წლიდან არის აგრეთვე თბილსის მედიაკლუბის გამგეობის თავმჯდომარე.

პედაგოგიური საქმიანობა

რედაქტირება

ნინო ზურიაშვილი 2002-2004 წლებში ასწავლიდა „60 წუთის საგამოძიებო სკოლაში“. 2007-2008 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჯილდოები

რედაქტირება

ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოს რკინიგზაში არსებულ კორუფციაზე მიღებული აქვს „განსაკუთრებული აღიარება“ „საგამოძიებო ჟურნალისტები და რედაქტორების“ მიერ, აშშ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება