ნინო ბეჟიტაშვილი
ნინო ბეჟიტაშვილი (დ. 16 თებერვალი, 1947, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1975–1977 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1977–1986 წლებში პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი. 1986 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 31 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ონკოლოგიის, მიკროცირკულაციის, ქიმიოთერაპიის პრობლემებს. ხელმძღვანელობს სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო მუშაობას. ეკუთვნის „საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოფიზიოლოგიის“ მეთოდური მითითება.
1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — მ„იკროცირკულაციის ცვლილებები სიმსივნესა და ინტაქტურ ქსოვილებში სიმსივნეების პროგრესიისა და რეგრესიის პროცესში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების ფონზე.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 36