ნინო ბაქანიძე
ნინო ბაქანიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1960) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1984–1987 წლებში იყო აკად. მ.წინამძღვრიშვილიოს სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1987–1989 წლებში აკადემიკოს ე.ფიფიას სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი–კარდიოლოგი.1997 წლიდან რკინიგზის დეპარტამენტისა და მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ექიმი თერაპევტი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის თავისებურებანი სისხლის მიმოქცევის უკმარისობით გართულებულუ იშემიური დაავადების დროს.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 30