ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნინო ასათიანი (დ. 1 აგვისტო, 1935) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე,მეცნიერი.

1959 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

ავტორია ქალაქთგეგმარებითი განხორციელებული პროექტებისა: თბილისის „თემქის“ მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის სამრეწველო ტერიტორიის დაგეგმარება–განაშენიანება და სხვ. გამოავლინა და მეცნიერულად შეისწავლა მრავალი ახალი მასალა 20–30–იან წლებში საქართველოს ქალაქების განვითარების, დაგეგმარებისა და განაშენიანების შესახებ, გამოაქვეყნა მონოგრაფიული ნაშრომი ამ საკითხზე. 1973 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და კრიტიკული სტატიების ავტორი უახლესი და თანამედროვე ქართული არქიტექტურის სხვადასხვა საკითხზე. 1986–1990 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I თბ., 1997 გვ. 226

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

[[კატეგორია:ქართველი არქიტექტორები]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_ასათიანი“-დან