ნინო აბესაძე (ებრ. נינו אבסדזה; დ. 12 აპრილი 1965, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ისრაელის პოლიტიკოსი, ქნესეთის დეპუტატი პარტია „კადიმის“ რიგებიდან 2009-2013 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნინო აბესაძე დაიბადა 1965 წლის 12 აპრილს თბილისში, რეჟისორ ოთარ აბესაძისა და სვეტლანა რაბინოვიჩის (მოლდოველი ებრაელი) ოჯახში[1][2]. 23 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში[3].

ისრაელში რეპატრიაცია მოახდინა 1996 წელს[4], რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ისრაელის ტელევიზიის 33-ე არხის რუსულენოვან ტელევიზიაში. ისრაელში გამგზავრებამდე მან ურთიერთობა გააბა საქართველოსა და სომხეთში ისრაელის ელჩთან ბარუხ ბენ-ნერიასთან.

2008 წლის 18 ნოემბერს ნინო აბესაძემ გამოთქვა ქნესეთის წევრად კენჭისყრის სურვილი და გაწევრიანდა პარტია კადიმაში. პარტიის ლიდერი ციპი ლივნი მიესალმა მის ამ გადაწყვეტილებას[5].

თავდაპირველად ნინო აბესაძე ვერ გახდა სიით პარლამენტის წევრი, მაგრამ მოგვიანებით მან ადგილომონაცვლეობით დაიკავა ცახი ჰანგების მანდატი და შევიდა პარლამენტში.

2013 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან დატოვა პარტია და გადავიდა პარტია ავოდაში. ახალი პარტიის საარჩევნო სიაში დაიკავა მე-19 ადგილი, მაგრამ პარტიამ მხოლოდ 15 მანდატი მოიპოვა და ნინო აბესაძე ვეღარ გახდა პარლამენტის წევრი[6].

ფლობს ივრითს, ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Встреча в «Бейт Бессарабии». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-25. ციტირების თარიღი: 2018-03-08.
  2. Абесадзе Нино. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2018-03-08.
  3. „Грузинская журналистка Нино Абесадзе станет членом кнессета“. // georgians.ru. 13.11.2010. ციტირების თარიღი: 2012-01-31. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  4. „Нино Абесадзе выступила публично против поселений“. // izrus.co.il. 16 мая 2010 года. ციტირების თარიღი: 2012-01-31. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Нино Абесадзе пошла в "Кадиму". 7 канал. 18 ноября 2008 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-01-31. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Праймериз в Аводе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-03. ციტირების თარიღი: 2018-03-08.