ნინო აბაკელია (დ. 16 ნოემბერი, 1950, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენა და ლიტერატურა), 1973 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში; კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. სადისერტაციო თემა — „სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში“, დაიცვა 1997 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში (ავტორი). - თბილისი, 1997. - 239გვ.
  • ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი (თანაავტორი). - თბილისი, 1991. - 144გვ.
  • მითი და რიტუალი დასავლეთ საქართველოში. - თბილისი, მეცნიერება, 1991

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება