ნინგალუს სანაპირო

ნინგალუს სანაპირო (ინგლ. Ningaloo Coast) — 604 500 ჰა ფართობის საზღვაო და სახმელეთო ტერიტორია ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოიცავს მსოფლიოში ერთ-ერთ უგრძეს, სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე რიფებს. ტერიტორიის სახმელეთო ნაწილი ხასიათდება ფართო კარსტული სისტემითა, მიწისქევშა გამოქვაბულებისა და წყლის დინებების ქსელით, რაც ხელს უწყობს უიშვიათესი სახეობის მცენარეთა და ცხოველთა გავრცელებას, რის შედეგადაც ნინგალუს სანაპირო წარმოადგენს განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ძეგლს. სანაპიროსთან ხდება ვეშაპისებრი ზვიგენების ყოველწლიური თავყრილობები. ეს წყლები მრავალი სახეობის გავრცელების არეალია, მათ შორისაა ზღვის კუ.

ნინგალუს სანაპირო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ვეშაპისებრი ზვიგენი
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1369
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1369
ინგლ.რუს.ფრ.

2011 წლის 24 ივნისს, ნინგალუს სანაპირო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება