ნინა ხატიაშვილი
ნინა (ნინო) ხატიაშვილი (დ. 31 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი.
ნინა ხატიაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ნინო ხატიაშვილი |
დაბადების თარიღი |
31 მაისი, 1968 თბილისი |
რეზიდენცია | თბილისი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 2009 – დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინა ხატიაშვილი დაიბადა თბილისში, 1968 წლის 31 მაისს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ასევე, – ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, კინორეჟისურის სპეციალობით (ბუბა ხოტივარისა და ოთარ იოსელიანის სახელოსნო). მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხებზე რეჟისორად და ჟურნალისტად.
ცხოვრობს თბილისში.
ფილმი
რედაქტირება- მე მოვალ დილით (Expect Me in the Morning)[1], 2009
კინოსცენარი
რედაქტირება- მწერალი, 2008
- მე მოვალ დილით, 2009
- უხამსი ისტორიები, 2010
- უხელფასო შვებულება, 2010
- ბაბუაწვერების მდელო, 2011
- დიფ ვაიალეთ, 2012
ლიტერატურა
რედაქტირება- რა ხელწერილი დააწერინა ჯაბა ქარსელაძეს მისი სკანდალური კლიპის რეჟისორმა : ინტერვიუ / ნინო ხატიაშვილი ; ესაუბრა ნინო მურღულია // რეიტინგი. – თბილისი, 2011. – ISSN: 1987-5143. – 10 იანვარი. – N2(430). – გვ.35.
- ნინო ხატიაშვილის უხამსი ისტორიები : ინტერვიუ / ნინო ხატიაშვილი ; ესაუბრა ლევან კაცაძე // F FACE. – თბილისი, 2011. – ISSN: 1512-4711. – N1. – გვ.66
ბმულები
რედაქტირება- ფილმოგრაფია[მკვდარი ბმული]
- ბლოგ „არმურზე“ დაარქივებული 2014-05-13 საიტზე Wayback Machine.
- „მე მოვალ დილით“[მკვდარი ბმული]
- „როდესაც დილა გათენდება“
- DAB Co-Production Forum დაარქივებული 2012-06-23 საიტზე Wayback Machine.
- Форум Копродукции
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-01-10.