ნილიუფერ ხათუნი
ნილიუფერ ხათუნი — ოსმალეთის სულთნის, ორჰან I-ის მეორე ცოლი. სულთან მურად I-ის და შეჰზადე ქასიმის დედა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ის ასევე იყო სულეიმან-ფაშას დედა, თუმცა ეს ვერსია დაუმტკიცებელია[1].
ნილიუფერ ხათუნი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Nilüfer Hatun |
დაბადების სახელი | ჰალოფირა |
დაბადების თარიღი | ბიზანტიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) | ორჰან I |
შვილ(ებ)ი |
მურად I შეჰზადე ქასიმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებატრადიციული ვერსიით ნილიუფერ ხათუნის წარმოშობის შესახებ ვიგებთ XV საუკუნიდან. ითვლება, რომ ის იყო ბიზანტიის იმპერიის მმართველის ქალიშვილი და მისი სახელი იყო ჰალოფირა. როგორც ისტორია გვაუწყებს[2], ორჰანის მამა, ოსმან I მივიდა ჰალაფირას ქორწილში მსახურებთან ერთად, მოიტაცა გოგონა და მოგვიანებით შვილს გაუგზავნა საჩუქრად. თუმცა მკვლევრები ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ. ეჭვი დაფუძნებულია მეორად საბუთებსა და იმ დროის საბუთების არ არსებობაზე.
არსებობს სხვა ვერსიები მისი წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით ის იყო სპარსელი ხარჭა[1]. სხვა ვერსიით ის იყო ბიზანტიის პრინცესა ელენა, რომელსაც თავისმხრივ გააჩნდა ბერძნული ფესვები[3][4][5].
ხსოვნა
რედაქტირება1388 წელს დედის სხოვნისთვის მურად I ააშენა იზნიკის იმარეთი, რომელიც 1960 წლიდან მუზეუმი გახდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Leslie P. Peirce (1993) "The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire", ISBN 0-19-508677-5.
- ↑ article Holofira Diccionario histórico, ó Biografia universal compendiada, 1832.
- ↑ Steven Runciman, The Fall of Constantinople, Cambridge University Press. — გვ. 36.
- ↑ Heath W. Lowry, The Nature of the Early Ottoman State, SUNY Press, 2003. — გვ. 153.
- ↑ Stanford Jay Shaw, History of the Ottoman Empire and Modern Turkey, Cambridge University Press. — გვ. 24.