ნიკო ჯაყელი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნიკო ჯაყელი}} |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ნიკო ჯაყელი (თეოფანე) ვახტანგის ძე ჯაყელი (დ. 1 იანვარი, 1862 -ჩოხატაური, სოფელი საყვავისტყე.- გ. 5 მაისი, 1929 წ. ბათუმი)-პედაგოგი,განმანათლებელი,საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი, სოციალისტ-ფედერალისტი, ქალაქ ბათუმის სათათბიროს ორი მოწვევის ხმოსანი წევრი, წმინდა ანას და წმინდა სტანისლავის ორდენოსანი.[1]
ბიოგრაფია ნიკო ჯაყელი დაიბადა 1862 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ საყვავისტყეში. დაამთავრა ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელი, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1884 წელს წარმატებით დაასრულა ინსტიტუტის კურსი და მასწავლებლად გაიწვიეს ქალაქ შუშაში. მალე იგი სამშობლოში ბრუნდება და პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმში აგრძელებს.
პედაგოგიური და საზოგადო მოღვაწეობა ნიკო ჯაყელს დიდი წვლილი მიუძღვის იმ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რომელიც ქარველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განახორციელა თურქთა ბატონობიდან ახლად გათავისუფლებულ აჭარაში. ბათუმის საქალაქო სკოლის მასწავლებელი, შემდეგ ამავე სასწავლებლის გამგე და უფრო მოგვიანებით, სახალხო სკოლების ინსპექტორი ხდება. 1928 -1929 წლებში ნიკო ჯაყელი ბათუმის №2 სკოლის დირექტორი გახლდათ.ნიკო ჯაყელი სხვადასხვა დროს მოღვაწერობდა ქუთაისში, ჭიათურასა და ქობულეთში.ქობულეთში სკოლის გახსნისას სიტყვით გამოსულა და სწავლას ქართულ ენაზე წარმართავდა.მის სახელს უკავშირდება ჭიათურის პირველი სამოქალაქოს საწავლებელის დაარსება,საგუნდო ხელოვნების ხელშეწყობა. ასევე დიდია მისი ღვაწლი ქუთაისის თეათრის დაარსების საქმეში.
პოლიტიკური საქმიანობა სოციალისტ-ფედერალისტი, ქალაქ ბათუმის სათათბიროს ორი მოწვევის ხმოსანი წევრი. 1924 წლის აგვისტოს ამბოხების დამარცხების შემდეგ, საქართველოში ძლიერი იატაკქვეშა ანტიბოლშევიკური ორგანიზაციების შექმნა შეუძლებელი იყო. თუმცა, ნიკო ჯაყელი შეუერთდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ინიციატივით შექმნილ საიდუმლო ორგანიზაციას „თეთრი გიორგი“. ეს ორგანიზაცია იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რუსული გავლენის წინააღმდეგ და ქართული ენისა და კულტურის დაცვისთვის.
გარდაცვალება ნიკო ჯაყელი გარდაიცვალა 1929 წელს. დაკრძალვისას მისი საზოგადო მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაჟღერდა. დაკრძალვის ცერემონიაზე საპატიო ყარაული მოიხსნა ოჯახის წევრები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იდევნებოდნენ.ჩამოერთვათ ბათუმში,ზღვის ქუჩაზე მდებარე სახლი.ცნობილია, რომ ნიკო ჯაყელი დაკრძლალულია ბათუმში, ფერიის ცერტრალურ სასაფლაოზე.თუმცა საფლავი არ არის მიკვლეული.
მემკვიდრეობა დიდი წვლილი მიუძღვის ნიკო ჯაყელს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის I ნახევარში წარმოებულ საგანმანათლებლო საქმიანობაში. ,,დასავლეთ საქართველოს მთავარი მოამაგე'' ასე არის იგი მოხსენიებული საარქივო მასალებში დაცულ ხელნაწერებში. მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი არ არის შესწავლილი.
ლიტერატურა
რედაქტირება1. თეიმურაზ კომახიძე ,,აჭარის მოამაგენი’’[2]
2. ილია ჭავჭააძის პერსონალური ენციკლოპედია (მასალები)[3]
3. დავით კლდიაშვილის მემუარები ,,,გაზეთი სახალხო განათლება და ბრძოლის დროშა’’[4]
4.http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006095/[5]
5.ხელნაწერთა ფონდი (ბათუმის მუზეუმსა და ქუთაისის არქივში დაცული მასალები)[6]
- ↑ თეიმურაზ კომახიძე ,,აჭარის მოამაგენი’’. {{{title}}}.
- ↑ {{{title}}}. თეიმურაზ კომახიძე ,,აჭარის მოამაგენი’’.
- ↑ ილია ჭავჭააძის პერსონალური ენციკლოპედია (მასალები)
- ↑ დავით კლდიაშვილის მემუარები ,,,გაზეთი სახალხო განათლება და ბრძოლის დროშა’’
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ ხელნაწერთა ფონდი (ბათუმის მუზეუმსა და ქუთაისის არქივში დაცული მასალები)