ნიკო ლომოურის ძეგლი და საფლავი

ძეგლი

ნიკო ლომოურის ძეგლი და საფლავი — ისტორიულ-მონუმენტური ხელოვნის ძეგლი გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე, კულტურისა და დასვენების პარკში (ახალბაღში). მწერლის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის — ნიკო ლომოურის ძეგლი იდგა მის საფლავზე, მოქანდაკე ა. შალუტაშვილი, არქიტექტორი ნ. პაპიაშვილი. გაიხსნა 1982 წლის 23 ოქტომბერს. ქანდაკება (სიმაღლე 3,5 მეტრი) ბეტონისგან იყო დამზადებული და სპილენძი ჰქონდა გადაკრული. იდგა გრანიტისა და ბაზალტის კვადრატულ კვარცხლბეკზე. პარკის საერთო სივრციდან გამოყოფილი იყო გაზონებით და დიდი ზომის ბაქნით, რომელზეც ქვის სამი სკამი იდგა. მწერალი სავარძელში იჯდა, მარცხენა ხელი მოხრილი ჰქონდა, მარჯვენა სავარძლის სახელურზე გადაშლილი წიგნზე ედო. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული. 1990-იან წლებში ძეგლი გაანადგურეს და მოიპარეს. შემდგომში აქ აღმართეს ბაზალტის ქვაში ნაკვეთი ბიუსტი.[1]

ნიკო ლომოური დაიკრძალა გორის ოქონის საკათედრო ტაძრის ეზოში, მაგრამ 1920-იან წლებში ტაძრის დანგრევის გამო, მისი ნეშტი გადმოასვენეს ახალბაღში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. „ნიკო ლომოურის ბიუსტი დააზიანეს“. არტინფო. 10 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)