ნიკორთის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ნიკორთის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ნიკორთის ტერიტორიაზე, მდინარე ტილიანას მარცხენა ნაპირზე.
ისტორია
რედაქტირებანიკორთის ღვთისმშობლის შობის ეკლესია ცნობილი იყო ყვავის საყდრის სახელწოდებით. მდებარეობს მდინარე ტილიანას მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ ნიკორთში, შემაღლებულ ფერდობზე, ირგვლივ ძველი სასაფლაოა. აქ შეიმჩნეოდა საკმაოდ მოზრდილი ნაგებობის (5,5X9) საძირკველის ნაშთები, რომელიც გაიწმინდა და მის ადგილზე აიგო ღვთისმშობლის შობის სახელობის დღევანდელი ეკლესია. ნაეკლესიარის გაწმენდისას აღმოჩნდა ძველი ნაგებობის კედლები, რომელიც შემორჩენილი იყო 0,8 მ–მდე. ნაგებობა დარბაზული ტიპისა ყოფილა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით.
ახალი ეკლესია იმეორებს ძველი ეკლესიის გეგმას. იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა (9X5,92). ნაგებია თითქმის თანაბარ ზომიერი ქვიშაქვის გათლილი კვადრებით. ძირითად ნაგებობას დასავლეთის მხრიდან მინაშენი აქვს (2,61X3,64), რომელიც მასთან ქმნის ერთიან სივრცეს.
აბსიდში გაჭრილია სარკმელი. ასეთივე თითო სარკმელია სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის მხარეს. დასავლეთის სარკმელი მინაშენი ზემოთ არის, ძირითადი ნაგებობის დასავლეთის კედელში. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, შიგნიდან ნახევარწრიული, გარედან კი სწორკუთხა თაღით. ასეთივე შესასვლელია დასავლეთის მხრიდან მინაშენზე. მინაშენის შესასვლელის მხარზე გამოსახულია ბარელიეფი – ღვთისმშობელი ყრმით. სამხრეთის შესასვლელის თავზე ბოლნური ჯვრის ბარელიეფია. ასეთივე ჯვრებია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმელების ზემოთ.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები თავდება სწორკუთხა კარნიზით. ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარეობს ქვიშაქვით ნაგები სწორკუთხა ფორმის (5X3,5) ნაგებობის კედლის ნაშთები, რომელიც მიწის ზემოდან 0,3X0,4 მეტრზეა შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., „ოსიაური“, ხაშური, 2013