ნიკოლოზ ჩიგოგიძე
ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1893, თელავი — გ. 24 მაისი, 1962, თბილისი) — ქართველი კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებამუსიკალური განათლება მიიღო ჯერ თბილისში, შემდეგ დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია. აქ იგი მეცადინეობდა ცნობილ პროფესორებთან და დაოსტატდა როგორც თეორეტიკოსი — პოლიფონისტი.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა თბილისის კონსერვატორიაში პოლიფონიის კლასს. 35 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად და დიდი სიყვარულით ემსახურა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის საქმეს. პროფესიული და პიროვნული ავტორიტეტი მას საშუალებას აძლევდა აქტიურად ემუშავა სხვადასხვა მუსიკალურ-საზოგადოებრივ დაწესებულებებში, მუზფონდის გამგეობაში და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ნინო თევდორეს ასული კოზმინსკაია (დ. 3 ოქტომბერი, 1903, ბაქო — გ. 17 ნოემბერი, 1984, თბილისი) — თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 380, თბ., 1994