ნიკოლოზ შილერი
ნიკოლოზ შილერი (რუს. Никола́й Ши́ллер; დ. 13 მარტი, 1848, მოსკოვი — გ. 23 ნოემბერი, 1910, პეტერბურგი) — რუსი ფიზიკოსი და პედაგოგი.
ნიკოლოზ შილერი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 (13) მარტი, 1848 |
დაბ. ადგილი | მოსკოვი[1] |
გარდ. თარიღი | 10 (23) ნოემბერი, 1910 (62 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ ნიკოლოზის ძე შილერი დაიბადა 1848 წლის 1 მარტს, მოსკოვში. იგი ეკუთვნის XIX საუკუნის რუს ფიზიკოსთა იმ თაობას, რომელიც აღიზარდა რუსული მატერიალისტური მეცნიერების ტრადიციებზე. მათ გერმანელი ფიზიკოსის ჰ. ჰერცის ცნობილ ცდებამდე თითქმის ათი წლით ადრე მიიღეს ურყევი ფაქტები, რომლების საფძველს უყრიდა ელექტრომაგნიტური ველის თეორიის იდეას. 1868 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, რის შემდეგ დატოვეს ზოგადი ფიზიკის კათედრის ლაბორანტად და მუშაობდა ა. სტოლეტოვის ხელმძღვანელობით. 1875 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და [1876]] წელს მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
ნიკოლოზ შილერის შრომები
რედაქტირებაშილერის მეცნიერული მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული კიევის უნივერსიტეტთან, ფიზიკა-მათემატიკის დარგის მოწინავე მეცნიერთა ჯგუფთან, რომელსაც ეკუთვნოდა მ. ავენარიუსი, ლ. კნორი, ვ. ერმაკოვი და სხვა. 1876 წლიდან შილერი ხელაძღვანელობდა ფიზიკური გეოგრაფიის კათედრას კიევის უნივერსიტეტში, 1890 წელს კი იგი აირჩიეს ფიზიკის კათედრის პროფესორად. შილერი იყო ფართო განათლების ფიზიკოსი. იგი კითხულობდა ზოგად ფიზიკას, ელექტროდინამიკას, ოპტიკას, მათემატიკურ ფიზიკას, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის საფუძვლებს და სხვა.
XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კიევის უნივერსიტეტში წარმატებით მიმდინარეობდა მეცნიერული კვლევა ელექტრომაგნიტიზმის სფეროში. ამ თეორიის განვითარებაში არსებითი წვლილი შეიტანა შილერმა. ამ თეორიის განვითარებაში არსებითი წვლილი შეითანა შილერმა. მან პირველმა ჩაატარა ელექტრომაგნიტური მოვლენების კანონების ექსპერიმენტული გამოკვლევა და მათი შედარება თეორიულ მონაცემთან. 1876 წელს გამოქვეყნებულ შრომაში შილერმა ჩამოაყალიბა მნიშვნელოვანი შედეგი; კერძოდ, მან აღნიშნა, რომ არ არსებობს „დენის ბოლოები“, ხოლო დიელექტრიკზე გადის წანაცვლების დენი, ე.ი. ყველა ელექტრული დენი ჩაკეტილია. შილერია ამ გამოკვლლევას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო პირველი დადასტურება ჯ. მაქსველის გენიელური ჰიპოთეზისა წანაცვლების დენის არსებობის შესახებ.
1874 წელს შილერმა თავის მეორე შრომაში გამოაქვეყნა ზოგიერთი დიელექტრიკის გარდატეხის მაჩვენებლის ექსპერიმენტული განსაზღვრის შედეგები და აჩვენა, რომ მაქსველის კანონი n2 = ε, გამართლებულია მთელი რიგი მყარი დიელექტრიკებისათვის, ე.ი. სხეულის ელექტრული, მაგნიტური და ოპტიკური თვისებები ურთიერთდამიკიდებულია, ერთმანეთს განაპირობებს და ურთიერთგარდაიქმნება. შილერმა მოგვცა თომსონის ცნობილი ფორმულის T=2π√LC ექსპერიმენტული დადასტურება.
ამავე პერიოდში შილერს გამოაქვს დასკვნა, რომ დიელექტრიკული შეღწევადომა არ არის დამოკიდებული ველის დაძაბულობაზე, რაც შემდეგში მთელი სისრულით დაადასტურა პ. ზილოვის ცდებმა. უდავოა შილერის როლი ელექტრომაგნიტური ველის მაქსველის თეორიის ექსპერიმენტულ დადასტურებაში; სამწუხაროდ, თანამედროვე ფიზიკის ლიტერატურაში შილერს ელექტრომაგნიტური ველის თეორიასთან დაკავშირებით არც კი იხსენიებენ. მისი შრომები კი ეკუთვნის ელექტრომაგნიტური ველის თეორიის აღიარების ყველაზე მძიმე პერიოდს შილერმა პირველმა შეისწავლა გამჯერებელი აირების დრეკადობა. მან თავისი მრავალრიცხოვანი და ზუსტი გამოკვლევებით არა მარტო განავითარა, არამედ განამტკიცა კიდეც ეს თეორია. თომსონ-შილერის კანონს დიდი მნიშვნელობა აქვს ნივთიერების როგორც თხევადი, ისე მყაი ხსნარების არეში. საყურადღებოა შილერის შრომები თერმოდინამიკაში. მან ანალიზი გაუკეთა თერმოდინამიკის ძირითად განსაზღვრებებს: ტემპერატურას, სითბოს რაოდენობას, ტემპერატურულ წონასწორობას, თერმოდინამიკის პირველ და მეორე პრინციპს.
შილერის მნიშვნელოვანი შედეგები და კანონები თერმოდინამიკაში ნაკლებად იყო ცნობილი თეორიტიკისებისათვის, შემდგომში კი თითქმის ყველა მისი მიღწევა კ. კარათეოდორის მიაკუთვნეს. 1903 წლიდან შილერი მუშაობდა ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მას ეკავა განათლების სამინისტროს საბჭოს წევრის პოსტი და ამ პერიოდში მეცნიერულ მოღვაწეობას ჩამოშორდა.
ნიკოლოზ შილერი გარდაიცვალა 1910 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., გ.გოგობერიშვილი ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. IV, გვ., 132-134, თბ., 1980
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Шиллер Николай Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.