ნიკოლოზ ქარსანოვი
ნიკოლოზ ქარსანოვი (დ. 3 ოქტომბერი, 1923, ცხინვალი — გ. 2001) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
ნიკოლოზ ქარსანოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1923 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1946-1949 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ორდინატორი. 1949-1954 წლებში კარდიოლოგიის უნივერსიტეტის კლინიკური განყოფილების კლინიკური ორდინატორი. 1954-1956 წლებში უმცროსი, 1956-1965 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1965-1967 წლებში კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის უნივერსიტეტის ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1967-1972 წლებში ლაბორატორიის გამგე. 1972 წლიდან სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის დამაარსებელი, სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სკოლის შემქმნელი.
სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1964 წელს "მიოკარდიუმის შეკუმშვადი და სარკორლაზმური ცილები გულის ნაკლოვანების დროს და პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში".
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- რუსეთის ფედერაციის სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)
- საქართველოს სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
- საქართველოს სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1972-)
ჯილდოები
რედაქტირება- 1984 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1981 — შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 322