ნიკოლოზ სეხნიაშვილი

ნიკოლოზ სეხნიაშვილი (დ. 9 დეკემბერი, 1993) — ქართველი პროფესიონალი მოკრივე.

ნიკოლოზ სეხნიაშვილი
საერთო ინფორმაცია
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
დაიბადა 9 დეკემბერი, 1993
გორი, საქართველო
წონის კატეგორია საშუალო
სიმაღლე 173
ხელების მოქნევა 179
პროფესიონალური კარიერა
ბრძოლა 7
მოგება ნოკაუტით 5

სეხნიაშვილის დებიუტი პროფესიონალურ კრივში 2018 წლის 29 აპრილს შედგა. იგი ამჟამად ამერიკაში, ფლორიდის შტატში ცხოვრობს და ცნობილი მწვრთნელის, ხავიელ სენტენოს მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს. შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, სეხნიაშვილი საბერძნეთში ასპარეზობდა. [1]

2019 წელს სეხნიაშვილს მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ Top Rank-მა გაუფორმა ხელშეკრულება. [2] Top Rank-ის ხელმძღვანელმა, ბობ არუმმა Boxing Scene-ს განუცხადა, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ სეხნიაშვილი მისი პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდება საქართველოდან. [3]

2019 წლის ნოემბერში, Top Rank-ის ბანერის ქვეშ სეხნიაშვილის სადებიუტო ბრძოლა შედგა ამერიკელ ედი გეითსის წინააღმდეგ, ფლორიდაში, ორლანდოში. მან მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა.

მისი შემდეგი ბრძოლა ლას-ვეგასში, MGM Grand-ში შედგა სადაც მან ამერიკელი მეტოქე, ისაია ჯონსი დიდი უპირატესობით დაამარცხა.[4] [5]

სეხნიაშვილის მომდევნო ბრძოლა დაგეგმილია 2021 წლის 3 აგვისტოს მედისონ-სკვერ-გარდენი-ის ლეგენდარულ არენაზე. [6] [7] [8]


სქოლიო რედაქტირება