ნიკოლოზ მაკოვსკი (რუს. Никола́й Его́рович Мако́вский; დ. 10 მაისი, 1841, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 18 ოქტომბერი, 1886, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მხატვარი, პერედვიჟნიკების ამხანაგობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ნიკოლოზ მაკოვსკი
დაიბადა 10 მაისი, 1841
დაბადების ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 18 ოქტომბერი, 1886 (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
ეროვნება რუსი
სფერო ფერწერა, პეიზაჟი
ჟანრი საჟანრო ფერწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი რუსი ხელოვნების მოღვაწის იგორ ივანეს ძე მაკოვსკის ოჯახში. ის იყო მხატვრების — ალექსანდრა, კონსტანტინე და ვლადიმირ მაკოვსკების ძმა.

ნიკოლოზ მაკოვსკიმ თავდაპირველი განათლება მოსკოვის სამეფო არქიტექტურულ სასწავლებელში მიიღო. 1859-1866 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის განყოფილებაზე.

1870 წელს ერთ-ერთი იყო იმ 15 მხატვართაგან, რომლებმაც ხელი მოაწერეს მოძრავი სამხატვრო გამოფენების ამხანაგობის (პერედვიჟნიკების) წესდებას. ამგვარად ის ამხანაგობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მაკოვსკის ნამუშევრების უმრავლესობა მონაწილეობდა მოძრავ სამხატვრო გამოფენებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება