ვლადიმირ მაკოვსკი

ვლადიმირ მაკოვსკი (რუს. Влади́мир Его́рович Мако́вский; დ. 7 თებერვალი, 1846, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 21 თებერვალი, 1920, პეტროგრადი, რსფსრ) — რუსი მხატვარი-პერედვიჟნიკი, პედაგოგი, საჟანრო სცენის ოსტატი, აკადემიკოსი (1873). პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1893).

ვლადიმირ მაკოვსკი
დაიბადა 7 თებერვალი, 1846
დაბადების ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 21 თებერვალი, 1920 (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი პეტროგრადი, რსფსრ
ეროვნება რუსი
ჟანრი genre art

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვლადიმირ მაკოვსკი დაიბადა ცნობილი რუსი ხელოვნების მოღვაწის იგორ ივანეს ძე მაკოვსკის ოჯახში. ის იყო მხატვრების — ალექსანდრა, კონსტანტინე და ნიკოლოზ მაკოვსკების უმცროსი ძმა. მაკოვსკები მდინარე მოსკოვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ და მათი ბინიდან კრემლის ხედი ჩანდა. ვლადიმირი ბავშვობიდან ხელოვნების გარემოცვაში იზრდებოდა. მათ ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები: გლინკა, გოგოლი, ბრიულოვი, ტროპინინი და სხვები. ეწყობოდა ლიტერატურული, სამხატვრო და მუსიკალური საღამოები.

პირველ გაკვეთილებს სამხატვრო ხელოვნებაში ვლადიმირს ტროპინინი უტარებდა. თხუთმეტი წლისამ მან დახატა „ბურახის გამყიდველი ბიჭი“ (1861).

1861-66 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში.

1872 წელს გახდა პერედვიჟნიკების ამხანაგობის წევრი. მონაწილეობდა თითქმის ყველა მათ გამოფენაში. 1874 წელს კი აირჩიეს მმართველობის წევრად.

1894-1918 წლებში მაკოვსკი ასწავლიდა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში. 1895 წელს დაინიშნა აკადემიის რექტორად. მისი მოსწავლეები იყვნენ: არხიპოვი, ბაკშეევი, ჩეპცოვი, კუზნეცოვი, ზენკოვი.

ვლადიმირ მაკოვსკი გარდაიცვალა 1920 წლის 21 თებერვალს. დაკრძალულია პეტროგრადში, სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Друженкова Г. А. Владимир Маковский / Художник-оформитель А. Ф. Серебряков. — М.: Изд-во Академии художеств СССР, 1962. — 136 с. — 42 000 экз. (обл., суперобл.)
  • Журавлёва Е. В. Владимир Маковский. — М.: Искусство, 1971. — 160 с. — 25 000 экз. (в пер., суперобл.)
  • Азаркович В., Гусарова А., Плотникова Евг. ГТГ: Рисунок. Акварель. М., 1966.
  • Кондаков C. Н. Юбилейный справочник Императорской Академии художеств. 1764–1914 : в 2 т. / составил С. Н. Кондаков. — СПб. : Товарищество Р. Голике и А. Вильборг, 1915. — Т. 2 : Часть биографическая. — С. 120. — [4], VI, 454, [5] с. : ил., портр. — OCLC 707072219.
  • Нестерова Е.В. Владимир Маковский. СПб.: Петроний, 2019. — 456 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება