ნიკოლოზ ლანდია
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ლანდია (დ. 26 იანვარი, 1919, ქუთაისი — გ. 1984) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), 1959 წლიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი.
ნიკოლოზ ლანდია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 იანვარი, 1919 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 1984 |
მოქალაქეობა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1940 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ლანდია მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1960-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. 1972-1981 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 1981 წლიდან ― ვიცე-პრეზიდენტი. ლანდიას ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესების შესწავლისას.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 119.