ნიკოლოზ კატარაწისძე

ნიკოლოზ კატარაწისძე — XIII საუკუნის ქართველი კალიგრაფი. გადაწერა ე.წ. ლარგვისის ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-26). ეს მცირე მოცულობის წიგნი კალიგრაფიული თვალსაზრისით ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ნაწერია ნუსხურით, ორ სვეტად, ყავისფერი მელნით. ასოები დახრილი, მკაფიო და ადვილად საკითხავია. არშიებზე გადატანილი საზედაო ასოები ოქროთია შეფერილი, რაც წიგნს საზეიმო ელფერს აძლევს. კამარები მორთულია ოქროსფრად, ლურჯად და წითლად შეღებილი ორნამენტით, ცხოველთა და ფრინველთა ფიგურებით. კამარები და თავსამკაულები თუმცა საკმაოდ მაღალი დონის ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ ავტორის კალიგრაფიულ ოსტატობას მაინც ჩამოუვარდება. ხელნაწერს ერთვის მრავალი საუკეთესო მინიატიურა, რომელთა ავტორი უცნობია. შესაძლებელია ნიკოლოზ კატარაწისძის გადაწერილი იყოს აგრეთვე ჯვრის მონასტრის მარხვანი (ალ. ცაგარლის კატალოგი, №77).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 7, გვ. 434, თბ., 1984