ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლოზ კამალოვი (დ. 26 თებერვალი, 1897, თელავი — გ. 1986) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1924 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი.

1930-1953 წლებში ჰელმინთოლოგიის განყოფილების გამგედ მუშაობდა თბილისში პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1953- 1963 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრას, ხოლო 1962 წლიდან კლინიკური ლაბორატორიის დიაგნოსტიკის კათედრის გამგე იყო. ნ. კამალოვი სწავლობდა ანკილოსტომიდოზს, პაპატაჩისა და ლეიშმანიოზის გადამტანების საკითხებს. შეიმუშავა ამებიაზის, ლამბლიოზისა და ჰიპოქრომული ანემიის მკურნალობის მეთოდები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ადამიანის ჰელმინტოზების მკურნალობა : სახელმძღვანელო ექიმთათვის - თბილისი, საქმედგამი, 1947 გვ. 44
  • ადამიანის ჰელმინტოზების მკურნალობის მოკლე სახელმძღვანელო - თბილისი, საქმედგამი, 1940 გვ. 47

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980 გვ. 343

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება