ნიკოლოზ იგნატოვი
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი (დ. 29 ივლისი, 1937, თბილისი — გ. 6 აგვისტო, 2002, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ნიკოლოზ იგნატოვი | |
---|---|
დაიბადა | 29 ივლისი, 1937 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 6 აგვისტო, 2002 (65 წლის) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან გადადის ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორაციულ განყოფილებაზე. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: მოხატა რესტორანი „იორი“ (1962), საქართველოს ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის შენობა (1971), „ფიროსმანისადმი მიძღვნა“ მთაწმინდაზე საქალაქო საბჭოს დეპუტატთა მიღების დარბაზში (1972), ფრესკა შ. რუსთაველის სახელობის თეატრის ვესტიბიულში (1987). იყო დამდგმელი მხატვარი ფილმისა „თბილისი — 1500“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 104
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 155 თბ., — 1998-1999