ნიკოლოზ დუბროვინი
ნიკოლოზ თედორეს ძე დუბროვინი (რუს. Никола́й Фёдорович Дубро́вин; დ. 26 ნოემბერი, 1837, სოფ. კორიტოვო, ახლანდ. ფსკოვის ოლქი, რუსეთი, — გ. 12 ივნისი, 1904, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი სამხედრო ისტორიკოსი, გენერალ-ლეიტენანტი (1888), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1890).
ნიკოლოზ დუბროვინი | |
---|---|
რუს. Николай Фёдорович Дубровин | |
დაბ. თარიღი | 26 ნოემბერი (8 დეკემბერი), 1837 ან 2 (14) დეკემბერი, 1837 |
დაბ. ადგილი | Q4234661?, Velikolukskiy Uyezd, ფსკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 12 (25) ივნისი, 1904 (66 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ისტორიკოსი[1] და სამხედრო[1] |
ალმა-მატერი | Q2997766?, Constantine Artillery School და Mikhailovskaya Military Artillery Academy |
ჯილდოები | წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი |
სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1855 წლიდან. დაამთავრა კონსტანტინეს კადეტთა კორპუსი და მიხეილის საარტილერიო აკადემია. მსახურობდა საარტილერიო ნაწილებში, 1868 წლიდან კი მუშაობდა მთავარ შტაბში სამხედრო ისტორიკოსად. 1882 წლიდან იყო მთავარ შტაბთან არსებული სამხედრო-სამეცნიერო კომიტეტის წევრი, 1886 წლიდან — პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, 1893 წლიდან კი — მისი მდივანი. 1869 წელს 4 თვით მივლინებული იყო თბილისში.
დუბროვინი იყო ოფიციალური ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი, ამართლებდა რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. მის ნაშრომთა შორის არის ექვსტომიანი კავკასიაში „რუსების ომისა და მფლობელობის ისტორია“, რომელიც კავკასიაში რუსეთის გაბატონებას ეხება და შეიცავს მნიშვნელოვან მასალას კავკასიის, კერძოდ საქართველოს საშინაო ვითარების შესახებ. დუბროვინმა ასევე სპეციალური ნარკვევები მიუძღვნა საქართველოსა და კავკასიის ისტორიის საკითხებს XVIII– XIX სს. მიჯნაზე. დ-ს ეკუთვნის გამოკვლევები ნაპოლეონის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, სადაც გაშუქებულია გენერალ პეტრე ბაგრატიონის მოღვაწეობაც.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Закавказье от 1803 г. по 1806 год, СПб., 1866.
- Георгий XII, последний царь Грузии и присоединение ея к России, СПб., 1867.
- История войны и владычества русских на Кавказе, т. 1–6, СПб., 1871–1888.
- Отечественная война в письмах современников. (1812—1815 гг.), СПб., 1882.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- Дубровин, Николай Федорович // Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. В. Ф. Новицкого … [и др.]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1911—1915.