ნიკოლოზ დემეტრაძე
ნიკოლოზ ივანეს ძე დემეტრაძე (დ. 6 დეკემბერი, 1888, სოფ. წითელხევი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 აპრილი, 1954, თბილისი) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937).
დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1919). 1924-1929 წლებში ქირურგად მუშაობდა თბილისში. 1937-1947 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პროფესორი, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე კათედრის გამგე. წლების მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტის დეკანი. იკვლევდა ოპერაციული ქირურგიის და ტოპოგრაფიული ანატომიის სხვადასხვა საკითხს, მ. შ. ბარძაყის არხის თიაქარკვეთის ანატომიურ საფუძვლებს, ნერვებისა და სისხლძარღვების ვარიაციებს, ოსტეომიელიტის მკურნალობას, კანის პლასტიკა და სხვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ტოპოგრაფიული ანატომიის სახელმძღვანელო, ნაწ. 1–2, თბ., 1942–47;
- ოპერაციული ქირურგიის სახელმძღვანელო, თბ., 1947;
- მუცლის ღრუს ოპერაციული ქირურგია, თბ., 1951;
- ტოპოგრაფიული ანატომია (სახელმძღვანელო სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის), გამოც. მე-2, თბ., 1968.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 373.