ნიკოლოზ გოგნიაშვილი
ნიკოლოზ რევაზის ძე გოგნიაშვილი (დ. 6 დეკემბერი, 1844, სოფ. ქვემო ხოდაშენი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 31 იანვარი, 1913, იქვე) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1900 წ.).
ბიოგრაფია
რედაქტირება1863 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიის მე-3 გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1896–1900 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 66.