ნიკოლოზ გერსევანოვი
ნიკოლოზ გერსევანოვი (გარსევანიშვილი) (დ. 16 თებერვალი, 1879, თბილისი — გ. 20 იანვარი, 1950, მოსკოვი) — ქართველი ინჟინერი.
მონიკოლოზ გარსევანიშვილი დაიბადა 1879 წელს თბილისში, პეტერბურგიდან დროებით გადმოყვანილი კავკასიის სამოქალაქო ნაგებობებისა და გზატკეცილების მშენებლობათა მთავარი ინჟინრის, შემდგომში პეტერბურგის გზათა მიმოსვლის ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ გარსევანიშვილის ოჯახში. პეტერბურგში დაბრუნებულმა უმაღლესი განათლება მამის ინსტიტუტში მიიღო. 1901 წელს ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა.
ნიკოლოზ გერსევანოვი გარსევანიშვილთა უძველესი გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. გარსევანიშვილების ფეოდალური საგვარეულო განსაკუთრებით დაწინაურდა ქართლის სამეფო კარზე XVIII საუკუნეში.