ნიკოლოზ აბრამაშვილი

მფრინავი, სამხედრო პირი

ნიკოლოზ აბრამაშვილი (დ. 28 დეკემბერი, 1918 — გ. 30 ნოემბერი, 1942) — ქართველი მფრინავი და სამხედრო პირი. დაიბადა სოფელ ახალდაბაში, ბორჯომის რაიონში. 1940 წელს დაამთავრა სტალინგრადის სამხედრო–საავიაციო სკოლა. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, ჩამოაგდო მტრის 4 თვითმფრინავი. შეასრულა 150–მდე საბრძოლო გაფრენა, მოსპო მტრის 5 თვითმფრინავი. 1942 წლის 30 ნოემბერს მტრის აეროდრომზე თავდასხმის დროს თვითმფრინავი დაუზიანდა, ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია, ალმოდებული თვითმფრინავით აეროდრომზე განლაგებული ტექნიკა ააფეთქა და თვითონაც დაიღუპა. მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენითა და სხვა ჯილდოებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება