ნიკოლას უინტონი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
სერ ნიკოლას ჯორჯ უინტონი (დ. 19 მაისი, 1909 — გ. 1 ივლისი, 2015) — ბრიტანელი ჰუმანიტარი, რომელიც დაეხმარა ჩეხოსლოვაკიელ ბავშვებს რომლებსაც ნაცისტური გერმანიის მიერ საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა ემუქრებოდათ. უინტონი დაიბადა გერმანელი ებრაელების ოჯახში, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ ბრიტანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში. უინტონი ჯამში დაეხმარა 669 ბავშვს გადარჩენაში, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო ჩეხოსლოვაკიიდან მეორე მსოფლიო ომის წინა დღეს. ჩეხოსლოვაკიაში ხანმოკლე ვიზიტის დროს მან შეადგინა იმ ბავშვების სია, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ. ბრიტანეთში დაბრუნებისას უინტონი მუშაობდა ბავშვების ბრიტანეთში ჩამოყვანის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და მათთვის ოჯახების, თუ სპონსორების მოძიებაზე. [1] ეს ოპერაცია მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ჩეხური "ქინდერთრანსპორთ" (გერმანულად „ბავშვთა ტრანსპორტი“). მისი ჰუმანიტარული მიღწევები მსოფლიოსთვის შეუმჩნეველი დარჩა თითქმის 50 წლის განმავლობაში 1988 წლამდე, სანამ ის არ მიიწვიეს BBC-ის სატელევიზიო გადაცემაში "ესაა ცხოვრება!" გადაცემაში ის შეხვდა ათეულობით მის მიერ გადარჩენილ ბავშვს, უკვე მათ ზრდასრულობის ასაკში. მათ თან ახლდათ შვილები და შვილიშვილები. ბრიტანულმა პრესამ მას ბრიტანელი ოსკარ შინდლერი შეარქვა". 2003 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ ნიკოლას უინტონს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისგან ბავშვების გადარჩენისათვის რაინდის წოდება მიანიჭა. 2014 წლის 28 ოქტომბერს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ნიკოლას უინტონი ჩეხეთის უმაღლესი, პირველი კლასის თეთრი ლომის ორდენით დააჯილდოვა. უინტონი 2015 წლის 1-ელ ივლისს 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. [2]
ადრეული წლები
რედაქტირებაუინტონი 1909 წლის 19 მაისს, ლონდონის გარეუბან ჰამპსტედში ებრაელი მშობლების, ბანკის მენეჯერ რუდოლფ ვერთჰეიმისა (1881-1937) და ბარბარა ვერთჰეიმერის (1888-1978) ოჯახში დაიბადა. მას ჰყავდა უფროსი და შარლოტა (1881-1937) და უმცროსი ძმა რობერტი (1914-2009). ნიკოლასის მშობლები გერმანელი ებრაელები იყვნენ, რომლებიც ლონდონში მის დაბადებამდე 2 წლით ადრე გადასახლდნენ.[3] მათი გვარი გადასახლებამდე იყო ვერთჰეიმი, თუმცა ადგილობრივ საზოგადოებაში უკეთესი ინტეგრაციის მიზნით გვარი უინტონად გადაიკეთეს. მათ აგრეთვე შეიცვალეს რელიგია და გაქრისტიანდნენ, აგრეთვე ქრისტიანად მოინათლა ნიკოლასიც.[4]
სამაშველო სამუშაოები
რედაქტირება1938 წელს, შობამდე ცოტა ხნით ადრე უინტონი გეგმავდა შვეიცარიაში სათხილამურო შვებულებაში გამგზავრებას. მარი შმოლკასა და დორიენ უორინერის მიერ მასთან განხორციელებული ზარის შემდეგ მან გეგმები შეცვალა.[5] შვეიცარიაში დასასვენებლად წასვლის ნაცვლად პრაღას ეწვია, რათა დახმარებოდა მარტინ ბლეიკს, ვინც ამ დროისათვის ჩეხოსლოვაკიელი დევნილების ბრიტანულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ბლეიკმა უინტონს დახმარება სთხოვა ადგილობრივ ებრაელებთან დაკავშირებულ საქმეებში. ჩეხოსლოვაკიის ლტოლვილთა კომიტეტში დასაქმებული იყვნენ ბრიტანელი და კანადელი მოხალისეები: ნიკოლას უინტონი, ტრევორ ჩადვიკი და ბეატრის ველინგტონი, ისინი მუშაობდნენ ნაცისტების რისკის ქვეშ მყოფი ებრაული ოჯახების ბავშვების დასახმარებლად.[6] უმეტესმა მათგანმა სამუშაო სივრცე ვაცლავის მოედანზე მდებარე სასტუმროს სასადილო ოთახში მოაწყო.[7] უინტონმა ერთი თვე გაატარა პრაღაში და ქალაქიდან 1939 წლის იანვარში, ჩეხოსლოვაკიის გერმანიის მიერ ოკუპაციამდე ექვსი კვირით ადრე გაემგზავრა. პრაღაში დარჩნენ სხვა უცხოელი მოხალისეები, როგორიცაა ჩადვიკი, უორინერი და ველინგტონი. 1938 წლის ნოემბერში, ნაცისტების მიერ გერმანიაში მოწყობილი ბროლის ღამის შემდეგ, ბრიტანეთის თემთა პალატამ დაამტკიცა 17 წლამდე ლტოლვილების ბრიტანეთში შესვლის უფლება, რის მიხედვითაც მათ ეძლეოდათ უსაფრთხოების გარანტიები და ფინანსური დახმარება 50£ ოდენობით საკუთარ სამშობლოში დასაბრუნებლად.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sir Nicholas Winton, A Man of Courage. Auschwitz (2008). ციტირების თარიღი: 3 September 2009
- ↑ „Holocaust 'hero' Sir Nicholas Winton dies aged 106“. BBC News (ინგლისური). 2015-07-01. ციტირების თარიღი: 2022-07-31.
- ↑ Winton bio. Winton Train. České drahy (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2023.
- ↑ „Profile: Nicholas Winton“. BBC News. BBC. 28 აგვისტო 2009.
- ↑ Hájková, Anna. „The Woman Behind the Kindertransport“. History Today. 68: 36–47.
- ↑ Holmes and Brade, Rose and Laura (2017). „Troublesome Sainthood: Nicholas Winton and the Contested History of Child Rescue in Prague, 1938–1940“. History and Memory. 29: 3–40. doi:10.2979/histmemo.29.1.0003. S2CID 159631013.
- ↑ Nicholas Winton, the Schindler of Britain. auschwitz.dk (2008). ციტირების თარიღი: 3 September 2009
- ↑ Baruch Tenenbaum. Nicholas Winton, British savior. IRWF. The International Raoul Wallenberg Foundation. ციტირების თარიღი: 3 September 2009