ნიკოლაი შევჩენკო
ნიკოლაი შევჩენკო ( პორტ. Nicolau Sevcenko, უკრ. Микола Шевченко ; დ. 1952, სან-ვისენტი — გ. 2014 წლის 13 აგვისტო, სან პაულო ) — უკრაინული წარმოშობის ბრაზილიელი ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მიმომხილველი, მწერალი და მთარგმნელი. [6] [7]
ნიკოლაი შევჩენკო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1952[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | São Vicente[4] |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 2014 |
გარდ. ადგილი | სან-პაულუ |
მოქალაქეობა | ბრაზილია[5] |
საქმიანობა | ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | University of São Paulo და ჰარვარდის უნივერსიტეტი |
შევჩენკომ თავი მიუძღვნა ისტორიის შესწავლას. ძირითადად დაკავებული იყო ბრაზილიის კულტურისა და ქალაქების სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროს სოციალურ განვითარების კვლევით. დაამთავრა სან პაულოს უნივერსიტეტი, შემდეგ იქვე დაიკავა კულტურის ისტორიის პროფესორის თანამდებობა. ლონდონის კინგსის კოლეჯში იყო ლათინური ამერიკის კულტურული კვლევების ცენტრის წევრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, ილინოისის და ჰარვარდის უნივერსიტეტეტების დამსახურებული პროფესორი. [8] [9]
რამდენიმე წლის განმავლობაში ის ასევე იყო გაზეთ Folha de S.Paulo-ს მიმომხილველი. [10]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები და განათლება
რედაქტირება1952 წელს დაიბადა უკრაინელების ოჯახში, რომლებიც სან პაულოს შტატის სან-ვისენტის მუნიციპალიტეტში გაიქცნენ სამოქალაქო ომის შედეგად. [7] გაიზარდა ქალაქ სან პაულოს ვილა-პრუდენტეს რაიონში, სადაც სლავური მოსახლეობა იყო კონცენტრირებული. შვიდი წლის ასაკიდან ჯართს აგროვებდა, სამუშაოს უთავსებდა სპორტს და განათლებას. [11] [12]
1975 წელს დაასრულა ისტორიის კურსი სან პაულოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1981 წელს სოციალური ისტორიის განხრით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ლიტერატურა, როგორც მისია: სოციალური დაძაბულობა და კულტურული შემოქმედება პირველ რესპუბლიკაში.“ . 1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლონდონის უნივერსიტეტში.
კარიერა
რედაქტირებანიკოლაი შევჩენკო ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სან-პაულოს პაპის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში და კამპინასის უნივერსიტეტში.[13] [14]
1985 წელს გახდა სან პაულოს უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე — 2012 წლამდე. [15] 2010 წლიდან არის ჰარვარდის უნივერსიტეტის რომანული ენებისა და ლიტერატურის პროფესორი. [16] [17]
ნიკოლაი შევჩენკო იყო გამოჩენილი მწერალი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი პუბლიკაცია ისტორიოგრაფიაზე. მუშაობდა მიმომხილველად გაზეთში Folha de S.Paulo. [18] [19] [20]
გარდაცვალება
რედაქტირებანიკოლაი შევჩენკო გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ბელენზინიოს რაიონში 2014 წლის 13 აგვისტოს ღამით, გულის შეტევით, 62 წლის ასაკში. [6] [21]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაქორწინებული იყო მხატვარ კრისტინა კარლეტზე. წყვილს შვილი არ ჰყავდა.
Ჯილდოები
რედაქტირება1999 წელს ის იყო ჟაბუტის პრემიის ერთ-ერთი გამარჯვებული კატეგორიაში „ადამიანის მეცნიერებები“ წიგნისთვის „História da Vida Privada no Brasil“ (ტომები 3 და 4), რომელიც გამოაქვეყნა გამომცემლობამ Companhia das Letras. [22] [23]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ National Library of Portugal — 1796.
- ↑ https://veja.abril.com.br/cultura/morre-o-historiador-nicolau-sevcenko-aos-61-anos/
- ↑ Bibliothèque nationale de France Record #127035520 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 6.0 6.1 Paulo, Do G1 São. (2014-08-13) Historiador Nicolau Sevcenko morre aos 61 anos em São Paulo. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ 7.0 7.1 Morre o historiador Nicolau Sevcenko, aos 61 anos. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Grupo Companhia das Letras. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Nicolau Sevcenko. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-02. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Nicolau Sevcenko, full professor at Harvard and former member of the IEA-USP, dies at 61. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Morre o historiador Nicolau Sevcenko. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Identidade e memória da comunidade russa na cidade de São Paulo. ციტირების თარიღი: 02/05/2021
- ↑ Divulga Cientista – Morre Nicolau Sevcenko – Ciência em Revista (2014-08-15). ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Nota de falecimento do professor Nicolau Sevcenko, da FFLCH (14/08/2014). ციტირების თარიღი: 02/05/2021
- ↑ Entrevistas Brasil: Nicolau Sevcenko (terça-feira, 13 de outubro de 2009). ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Brazil’s public intellectual (2010-10-21). ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Historiador Nicolau Sevcenko morre em São Paulo aos 61 anos. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Books by Nicolau Sevcenko (Author of A Revolta da Vacina). ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Folha de S.Paulo - Nicolau Sevcenko: De volta aos Campos de Piratininga (25/01/2000). ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Folha de S.Paulo - Nicolau Sevcenko: O professor como corretor (04/06/2000). ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Morre em São Paulo, aos 61 anos, o historiador Nicolau Sevcenko (2014-08-14). ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ Premiados do Ano. ციტირების თარიღი: 2024-03-02
- ↑ História da vida privada no Brasil vol.03 República: da Belle Époque à Era do Rádio. ციტირების თარიღი: 2021-05-02