ნიკა ნინუა (დ. 22 ივნისი, 1999, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი. ბერძნული „პაოკისა“ და საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი.

ნიკა ნინუა
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
22 ივნისი, 1999 (1999-06-22) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პაოკი
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
–2016 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2016–2020 დინამო თბილისი 78 (13)
2020– პაოკი 8 (1)
ეროვნული ნაკრები
2014–2016 საქართველო 17 წლ. 10 (3)
2017 საქართველო 19 წლ. 4 (1)
2018– საქართველო 21 წლ. 11 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად გუნდში 2016–17 წლების სეზონში დაწინაურდა.

2020 წლის 14 აგვისტოს, „პაოკმა“ დააანონსა ნინუას გაფორმების შესახებ, ნინუამ ხელი მოაწერა კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე.[1] ქართულ წყაროებზე დაყრდნობით თბილისის „დინამომ“ ტრანსფერის სანაცვლოდ €850 000 მიიღო.[2]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ნინუას ნათამაშები აქვს საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებებში. 2018 წლიდან თამაშობს საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ΠΑΟΚ: Επίσημο του Νινούα (vid)“ (ბერძნული). ციტირების თარიღი: 2020-08-14.
  2. „ΠΑΟΚ: «Πλήρωσε 850.000 ευρώ για Νινούα»“ (ბერძნული). ციტირების თარიღი: 2020-08-16.
  3. National team career.