ნიკარაგუის ეროვნული სიმბოლოები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკარაგუის ეროვნული სიმბოლოები, არის სიმბოლოები რომელთაც გამოიყენებენ ნიკარაგუელები მის შიგნით და საზღვრებს გარეთ.

ნიკარაგუის ეროვნული დროშა

ეროვნული სიმბოლოები

რედაქტირება

ნიკარაგუის დროშა მიიღეს 1971 წლის 21 აგვისტოს. იგი დამყარებულია ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების დროშის სიმბოლიკაზე. ორი ლურჯი ზოლი აღნიშნავს ორ ოკეანეს, რომელიც შემორტყმია ნიკარაგუას. თეთრი განასახიერებს მშვიდობა. დღესდღეობით ეს ახსნა შეცვალა სხვა შეხედულებამ. მისი მიხედვით ლურჯი ზოლები არის სმართლიანობისა და შემწყნარებლობის, თეთრი- სიწმინდისა და სათნოების ნიშნები.

 
ეროვნული გერბი

1823 წელს მიღებული ნიკარაგუის გერბმა მრავალი ცვლილება განიცადა და დღეს მიღებული ვარიანტი არის 1971 წელს მიღებული. სამკუთხედი განასახიერებს თანასწორობას, ცისარტყელა აღნიშნავს თავისუფლებას, ხუთი ვულკანი კი არის განმსახიერებელი ცენტრალური ამერიკის ხუთი რესპუბლიკისა.

სახელმწიფო ჰიმნი "Salve a ti, Nicaragua" (მოგესალმები შენ, ნიკარაგუა). იგი მოიწონეს 1939 წლის 20 ოქტომბერს, ოფიციალურად კი მიიღეს 1971 წლის 5 აგვისტოს. სალომონ იბარა მაიორგა არის ტექსტის ავტორი. ნიკარაგუის ეროვნული ჰიმნი ყველაზე მოკლე ჰიმნია ამერიკის კონტინენტზე. იგი პირველად იმღერეს 1919 წლის 16 დეკემბერს.

 
პლუმერია

ნიკარაგუის ეროვნული ყვავილი არის პლუმერია, რომელიც ნიკარაგუაში ცნობილია, როგორც Sacuanjoche. პლუმერიის ყვავილები არის კონუსისებრი და ყვავილობს მაისში. მისი ყვავილები განსაკუთრებით არომატულია საღამოობით და იზიდავს ფარვანებს. მათ არ აქვთ ნექტარი და ამიტომაც მოტყუებულს ტოვებენ საშოვარზე გამოსულ მწერებს.

პლუმენიის ყვავილები გამოსახულია 1, 5, 10, ანდ 25 ცენტიან ბანკნოტებზე.

ეროვნული ხე არის მადრონიო.

 
გუარდაბარანკო

ნიკარაგუის ეროვნული ჩიტი არის გუარდაბარანკო. მას მწვანე შეფერილობის სხეული აქვს. თვალებს ზემოთ აქვს ღია ლურჯი ზოლი აქვს და ლურჯ-მოშავო ზოლი კისერზე. ფრთები და კუდის ზედა ნაწილი ასევე ლურჯი აქვს. ფრთების დაბოლოება ძალზედ ჰგავს ჩოგნის მოხაზულობას.

გუარდაბარანკოს ნახვა შესაძლებელია ნიკარაგუის ტყეებში, ძირითადად კი ქვეყნის სამხრეთდასავლეთ ნაწილში. ისინი ქალაქებშიც კი სახლობენ. მისი ნახვა მანაგუის ცაშიც კი არის შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ნიკარაგუის ეროვნული სიმბოლოები