ნიზამ-ად-დინის მეჩეთი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ნიზამ-ად-დინის მეჩეთი (აზერ. Nizaməddin məscidi) — მეჩეთი, მდებარე აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოს სურახანის რაიონში, ამირჯანის დასახლებაში.
ნიზამ-ად-დინის მეჩეთი აზერ. Nizaməddin məscidi | |
---|---|
მდებარეობა | ამირჯანი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | 1329—1330 წლები |
მდგომარეობა | ისტორიისა და ეროვნული მნიშვნლეობის კულტურის ძეგლი |
extra |
ისტორია
რედაქტირებამეჩეთი კირქვისაგან აშენდა ემირი ნიზამ-ად-დინ კესრანის მიერ შირვანშაჰის მმართველობის პერიოდში. შენობაში შესასვლელი კარების თავზე ამოკვეთილია სპარსულ ენაზე დაწერილი ბეითი «სამყარო მეტი არაფერია, თუ არა გართობა, ფუფუნება, დიდება და წამება». ემირი ნიზამ-ად-დინი გამოჩენილი პიროვნება იყო შირვანშაჰების სასახლის კარზე. ისტორიკოს სარე აშურბეილის თანახმად, ნიზამ-ად-დინი ემირ ხაჯი მსხვილი ფეოდალი ყოფილა, რომელიც ამირჯანის დასახლებას ფლობდა და, შესაბამისად, დასახელებაც მისი სახელის პატივსაცემად ერქვა. მისი მამა ფახრ-ად-დინი, რომლის სახელიც ამოტვიფრულია წარწერებში, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებაში და მსხვილი ფეოდალი იყო, რაზეც მოწმობს მასთან მიმართებაში გაკეთებული ეპითეტი «უდიდესი განმგებელი».[1]
ნიზამ-ად-დინის მეჩეთი XX საუკუნის დასაწყისში გარემონტდა. ამ დროს მეჩეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე აივნის ცენტრში მოეწყო ოთხი სვეტით გამაგრებული გასასვლელი პორტალი. კარების თავზე კი არის კიტაბე არაბულ ენაზე გაკეთებული წარწერით: «ეს პორტალი ააშენა ჰაჯი ხალაფმა, რიზვანის შვილმა».[2] ამჟამად, მეჩეთი დაკეტილია და დაცულია სახელმწიფოს მიერ.[2] აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ გამოცემული განკარგულების თანახმად, ნიზამ-ად-დინის მეჩეთი გახდა «ისტორიისა და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი».[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ашурбейли & 1992 126.
- ↑ 2.0 2.1 Cəbiyeva T.XIV əsrin yadigarı Əmirhac türbəsi dağılmaq üzrədir (აზერბაიჯანული) Azərbaycan газета 2009
- ↑ Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Nazirlər Kabinetinin Qərarı(აზერბაიჯანული)